სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვეულებრივი კვერცხი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი იარაღი იყოს ტვინის დაბერებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების - ალცჰაიმერისა და დემენციის წინააღმდეგ.
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა - 50 წელს გადაცილებული ადამიანების კვების ჩვევებისა და კოგნიტიური ფუნქციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი, ვინც კვირაში, მინიმუმ, 5 კვერცხს იღებდნენ, სხვებზე უკეთ ინარჩუნებდნენ მეხსიერებასა და გონების სისხარტეს.

მკვლევრები თვლიან, რომ საქმე იმ ნივთიერებებშია., რომლებს კვერცხი შეიცავს.
კონკრეტულად, ქოლინი აუმჯობესებს მეხსიერებას და იცავს ნერვულ ქსოვილს, კვერცხის გულში შემავალი ლუთეინი იცავს ტვინის უჯრედებს დაბერებისგან, ხოლო ვიტამინი B 12, რომელიც კვერცხში უხვად გვხვდება, ტვინის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მოკლედ, კვერცხი საკვებ რაციონს ავსებს იმ აუცილებელი ნივთიერებებით რომლებიც ხელს უწყობს ნერვული კავშირების შენარჩუნებას, მხარს უჭერს ტვინის უჯრედების კომუნიკაციას და ამცირებს ანთებას.
ასაკის მატებასთან ერთად, ეს ყველაფერი აუცილებელია მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციის შენარჩუნებისთვის...
და რაც მთავარია, რთული და ძვირადღირებული მკურნალობისგან განსხვავებით, ეს ბუნებრივი “მედიკამენტი” ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ეს კვლევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ზოგიერთი, ყველაზე ეფექტური გზა, გასაოცრად მარტივია.
მეცნიერება განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ კვება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ბუნებრივად იცავს ჩვენს ჯანმრთელობას.
11/18/2025