Logo

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

09/27/2026

ტექსტის ზომა

რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირაში? - გთავაზობთ ასტროლოგ სოფია ბზეკალავას პროგნოზს.

კვირა საკმაოდ გარდამავალი და ემოციურია. რამდენიმე პლანეტა ნიშანს იცვლის, ცაზე კი არაერთი დაძაბული ასტროლოგიური კონფიგურაცია იქმნება. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის ეს შეიძლება გახდეს პერიოდი, როდესაც აქამდე დაგროვილი საკითხები უფრო მკაფიოდ გამოჩნდება და მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებაც გამოიკვეთება.

ვერძი

ვერძი

ვერძებისთვის ენერგიული და საკმაოდ აქტიური კვირა იწყება. მარსის ლომში გადასვლა მათ გამბედაობას, ამბიციასა და მოქმედების სურვილს შემატებს. თუ ბოლო პერიოდში ენერგიის ნაკლებობას, გაუბედაობას ან პასიურობას გრძნობდით, ახლა მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. თუმცა სწორედ გაზრდილი ენერგია შეიძლება იქცეს კონფლიქტის წყაროდაც.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იდეოლოგიური უთანხმოების, გუნდური მუშაობისა და კოლექტივში ურთიერთობების დროს.

შესაძლოა ახლა უფრო მკაფიოდ შეამჩნიოთ ის, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.

სასურველია (განსაკუთრებით ოქტომბრის პირველ დღეებში), საკუთარი ცეცხლოვანი ტემპერამენტი აკონტროლოთ. დააკვირდით ბრაზს და გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს რა არის ის, რაც თქვენს ცხოვრებაში უკვე უნდა დასრულდეს და აღარ გსურთ ძველი ფორმით გაგრძელდეს.

ამავდროულად, კვირა ძალიან პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს. საქმეები, რომლებიც აქამდე ვერ მოგვარდა, სწრაფად და ეფექტურად შეიძლება დაასრულოთ.

კურო

კურო

კუროსთვის არჩევანისა და გადაწყვეტილებების გააზრების კვირაა. კუროს მმართველი ვენერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაციონარულ მდგომარეობაში იქნება, ამიტომ შესაძლოა გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ ან დროებით საერთოდ არ გინდოდეთ არჩევანის გაკეთება.

ეს ცუდი არ არის. პირიქით, კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ.

განსაკუთრებით 1-3 ოქტომბრის პერიოდში ნუ იჩქარებთ. შესაძლოა მოგვიანებით იგივე სიტუაცია სრულიად სხვაგვარად დაინახოთ და ის არჩევანიც, რომელიც დღეს რთულად გეჩვენებათ, უფრო ნათელი გახდეს.

კუროსთვის ამ კვირის მთავარი პრინციპია - „იჩქარეთ ნელა“.

ტყუპები

ტყუპები

ტყუპებისთვის კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა კომუნიკაცია იქნება. მათი მმართველი მერკური სასწორიდან მორიელში გადადის და საუბრის ტონიც შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს და დიპლომატიური მიდგომიდან შესაძლოა უფრო პირდაპირ და მკვეთრ ფორმაზე გადახვიდეთ. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას და როგორ ამბობთ.

სიტყვა ამ კვირაში თქვენი ძლიერი იარაღია, მაგრამ მის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ექნება. შესაძლოა მოგინდეთ საბოლოოდ ილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ ან რომლებსაც თავს არიდებდით.

ასევე შესაძლებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. მთავარია, უსაფუძვლო კონფლიქტებს მოერიდოთ და გახსოვდეთ, სიმართლის თქმა შესაძლებელია ისე, რომ ზედმეტად მტკივნეული არ იყოს.

კირჩხიბი

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის შედარებით კომფორტული კვირაა. განსაკუთრებით კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც აღარ გჭირდებათ. ეს შეიძლება ეხებოდეს ცხოვრების წესს, მავნე ჩვევებს, ემოციურ ტვირთს ან ზედმეტ კილოგრამებს.

სავსე მთვარის შემდეგ დაწყებული დაღმავალი ფაზა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ გათავისუფლებისა და „გასუფთავების“ პროცესებს უწყობს ხელს.

კირჩხიბებს ვურჩევ, გადახედონ საკუთარ ყოველდღიურობას, კვებას, ჯანმრთელობასა და გარეგნობასთან დაკავშირებულ ჩვევებს და დაიწყონ ის ცვლილებები, რომლებიც დიდი ხანია სურთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაც, კირჩხიბისთვის სტრესი ხშირად პირდაპირ აისახება ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ლომი

ლომი

ლომებისთვის კვირა შენელებას და გააზრებას მოითხოვს. მზისა და სატურნის დაპირისპირების ფონზე შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა, პასუხისმგებლობებისგან დროებით გათავისუფლების სურვილი ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადების მოთხოვნილება.

ამ პერიოდში სიჩქარე საჭირო არ არის. თუ შესაძლებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ცოტა დრო მიეცით. ეს ეხება კარიერას, სტატუსს, გრძელვადიან პროექტებს, უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებს, იურიდიულ საქმეებს, დოკუმენტებს, ბიუროკრატიასა და სწავლას.

თუ მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, მინიმუმ 3 ოქტომბრამდე დააკვირდით სიტუაციას და შემდეგ გადაწყვიტეთ.

ასევე შეიძლება მეტი მოთმინება დაგჭირდეთ მეუღლის ან მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ დროებითი პაუზაა.

ქალწული

ქალწული

ქალწულებისთვის კვირა საკმაოდ მკვეთრ კომუნიკაციას შეიძლება უკავშირდებოდეს.

მერკურის მორიელში გადასვლის შემდეგ შესაძლოა დაიღალოთ მუდმივი დიპლომატიით, სხვების აზრის გათვალისწინებითა და ყველაფრის ზედმეტად ფრთხილად თქმის აუცილებლობით. ამიტომ შესაძლებელია ძალიან პირდაპირი კითხვები დასვათ, ან თავად მოგიწიოთ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ მძაფრი ემოციები კონსტრუქციულ მოქმედებაში გადაიტანოთ.

კარგი დროა ვარჯიშის დასაწყებად, იმის გასაკეთებლად, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, ან მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად.

აქტუალური შეიძლება გახდეს ფულის, უძრავი ქონების, მემკვიდრეობის ან საერთო რესურსების გაყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც. ახლა მათი მკაფიოდ დაყენებისა და მოგვარების შესაძლებლობა იზრდება.

სასწორი

სასწორი

სასწორებისთვის მთავარი რეკომენდაცია ამ კვირაში დაკვირვებაა.

ვენერას მდგომარეობის გამო შესაძლოა გარკვეულ საკითხებში გაურკვევლობა იგრძნოთ ან ნაჩქარევი დასკვნის გაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ. ამის ნაცვლად უმჯობესია სიტუაციას გვერდიდან შეხედოთ, მათ შორის საკუთარ რეაქციებსაც.

კვირის ბოლოს ბევრი რამ შეიძლება გაცილებით ნათელი გახდეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ურთიერთობებსა და თვითშეფასებას.

შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს ძველი ურთიერთობის თემა ან დაგაფიქროთ კითხვამ იმის შესახებ, ნამდვილად ისე გაფასებენ თუ არა, როგორც თქვენ გსურთ?

ამ კვირაში მნიშვნელოვანია გვერდზე გადადოთ ზედმეტი ხათრიანობა და საკუთარ თავს გულწრფელად უთხრათ, სად დაიღალეთ, რისი გაკეთება აღარ გინდათ და რას აკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები ამას თქვენგან ელიან.

სასწორის წარმატება ახლა გულწრფელობასა და ნამდვილ საჭიროებებთან დაბრუნებაზე გადის.

მორიელი

მორიელი

მორიელებისთვის მოვლენებით დატვირთული კვირაა. შესაძლოა გამოიკვეთოს საკითხები, რომლებიც აქამდე დაფარული იყო, მათ შორის ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც თქვენს ზურგს უკან მოქმედებდნენ ან რაღაცას არ გეუბნებოდნენ.

განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება გახდეს ახლო გარემოსთან დაკავშირებული ამბები.

ამავდროულად, კარგი კვირაა პრაქტიკული საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად, განსაკუთრებით ტექნოლოგიებთან, გაჯეტებთან, მოკლევადიან გადაადგილებასთან და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ხელსაყრელი პერიოდი შეიძლება იყოს გაყიდვებისთვისაც. თუ დიდი ხანია ცდილობთ რაიმე ნივთის ან განსაკუთრებით უძრავი ქონების გაყიდვას და პროცესი შეფერხებული იყო, ახლა საკითხი შეიძლება უფრო სწრაფად დაიძრას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ეს კვირა შედარებით მშვიდია და სხვა ნიშნებთან შედარებით ნაკლები ექსცესით შეიძლება გამოირჩეოდეს. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა - საკუთარ „ჩრდილოვან“ მხარეებს შეხედოთ.

დაფიქრდით ურთიერთობებზე, მავნე ჩვევებსა და ცხოვრების იმ წესზე, რომელიც თქვენგან დიდ ენერგიასა და რესურსს ითხოვს.

შესაძლოა რაღაცას დიდი ხანია ამჩნევთ, მაგრამ საკუთარ თავთან მისი აღიარება არ გინდათ. ახლა კარგი პერიოდია ამის გასაცნობიერებლად და იმ ყველაფრისგან გათავისუფლების დასაწყებად, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

საკუთარი სუსტი მხარეების აღიარება სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც მომავალში მეტ თავდაჯერებას მოგცემთ.

თხის რქა

თხის რქა

თხის რქებისთვის აქტუალური შეიძლება გახდეს სამუშაო გარემო, კორპორაციული ურთიერთობები და გარკვეული ინტრიგებიც. მნიშვნელოვანია, ღია დაპირისპირებაში არ შეხვიდეთ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ პოზიციას მტკიცედ იცავენ მიუხედავად იმისა, რეალურად აქვთ თუ არა ამის საფუძველი.

ამ კვირაში თქვენთვის დამკვირვებლის პოზიცია ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე პირდაპირი ბრძოლა.

ამავდროულად, მეტი დრო და ემოციური რესურსი შეიძლება მოითხოვონ შვილებმა და ოჯახის წევრებმა. განსაკუთრებით ეს ეხება მოზარდებს, სკოლის ასაკის ან უკვე ზრდასრულ შვილებს, რომლებსაც თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდებათ.

მნიშვნელოვანია რესურსი სწორად გაანაწილოთ და რთული საკითხები მშვიდი დიალოგით მოაგვაროთ.

მერწყული

მერწყული

მერწყული იმ ნიშნებს შორისაა, რომლებსაც შედარებით ჰარმონიული კვირა ელით. განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება გახდეს კარიერული სფერო.

შესაძლებელია დაბრუნდეს ძველი შეთავაზება, სტატუსთან დაკავშირებული საკითხი ან პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ მაშინ შედეგამდე ვერ მივიდა. ახლა იგივე თემა შეიძლება უკვე ახალი პირობებითა და ახალი შესაძლებლობებით დაბრუნდეს.

განსაკუთრებით დააკვირდით იმ საქმეებს, რომლებიც დაახლოებით აპრილ-მაისის პერიოდში დაიწყო ან მაშინ ვერ განხორციელდა. ახლა მათი ხელახლა გააქტიურების შესაძლებლობა არსებობს.

თევზები

თევზები

თევზებისთვის კვირის მთავარი თემა პირადი საზღვრებია. შესაძლოა მკაფიოდ გააცნობიეროთ, რომელ პასუხისმგებლობებს იღებთ საკუთარ თავზე რეალურად სურვილით და რომელი მოვალეობები დაგეკისრათ მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში უპრეტენზიოდ ასრულებდით.

ახლა მნიშვნელოვანი ხდება პირდაპირი საუბარი იმაზე, თუ რა არის თქვენი პასუხისმგებლობა და რა აღარ გსურთ საკუთარ თავზე აიღოთ.

თევზები უფრო ნათლად დაინახავენ, სად და რამდენ ენერგიას ხარჯავენ და ნამდვილად ღირს თუ არა ეს ძალისხმევა მიღებულ შედეგად.

კვირა დაგეხმარებათ საზღვრების მონიშვნასა და საკუთარი რესურსის უფრო გონივრულად განაწილებაში. საერთო ჯამში, ეს არის ცვლილებების, ჩაღრმავებისა და გაცნობიერების კვირა. ცაზე არსებული დაძაბული ასტროლოგიური ასპექტები ბევრ ადამიანს უბიძგებს დაინახოს ის საკითხები, რომლებიც ცვლილებას საჭიროებს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიაზოდიაქოთებერვალისოფია ბზეკალავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026