Logo

ლაბუტინმა ქართულ ჩექმაზე ხელი მოაწერა - პარიზიდან ჩამოტანილ წითელძირიან „აზიურების“ ამბავი

ლაბუტინმა ქართულ ჩექმაზე ხელი მოაწერა - პარიზიდან ჩამოტანილ წითელძირიან „აზიურების“ ამბავი

10/06/2026

ტექსტის ზომა

ქართული საცეკვაო ჩექმა ლაბუტინის წითელი ძირით და ბოლოს, თავად ქრისტიან ლაბუტინის ხელმოწერით. სწორედ ეს უჩვეულო დეტალი გახდა პარიზში გამართული „Eternal Youth“-ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქართული ეპიზოდი.

2 ოქტომბერს, პარიზის ცნობილ Théâtre du Châtelet-ში ქრისტიან ლაბუტინმა 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის ქალთა კოლექცია გრანდიოზული თეატრალური შოუს თანხლებით წარადგინა.

საღამოს ფინალში სცენაზე ქართველი მოცეკვავეები გამოჩნდნენ. სპეციალურად შოუსთვის მომზადებული ქორეოგრაფიული ნომერი ბაჩანა ჭანტურიას ეკუთვნოდა, რომელიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს“ ხელმძღვანელობს და BDC-ის დამფუძნებელია.

ბაჩანა ჭანტურია


ქართულმა ნომერმა რა თქმა უნდა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღება ერთმა დეტალმა დაიმსახურა. ეს მოცეკვავეების ფეხსაცმელი იყო.

ქართველ მოცეკვავეებს ტრადიციული საცეკვაო ფეხსაცმელი, ე.წ. „აზიურები“ ეცვათ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, მათ ლაბუტინის საფირმო წითელი ძირი ჰქონდათ.

ლაბუტინი

წითელი ძირი ქრისტიან ლაბუტენის სახელთან უკვე ათწლეულებია განუყოფლად არის დაკავშირებული და მოდის სამყაროში ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ნიშანია. ამ სიმბოლოს ქართულ საცეკვაო ფეხსაცმელზე გამოჩენის იდეა კი ქართველ კოსტიუმების დიზაინერს, ეკა ჯავახიშვილს ეკუთვნოდა.

ეკა ჯავახიშვილი ბაჩანა ჭანტურია

შეთავაზება იყო მარტივი, მაგრამ ეფექტური. სპეციალურად პარიზული შოუსთვის შეკერილ ქართულ „აზიურებს“ ლაბუტინისთვის დამახასიათებელი წითელი ძირი ჰქონდა. მაგრამ ამბავი სცენაზე არ დასრულებულა. შოუს შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აწერს ქრისტიან ლაბუტინი ქართველ მოცეკვავეებს ფეხსაცმელზე ხელს.

ლაბუტინი

ასე აღმოჩნდა ქართული „აზიურის“ წითელ ძირზე ის დეტალიც, რომელსაც უკვე ვეღარ გაიმეორებ, თავად ქრისტიან ლაბუტინის ავტოგრაფი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ლაბუტინიპარიზიქორეოგრაფიაჩექმაცეკვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026