Logo

კულტურა

"ლამაზ ხმიანი" და არა "მრავალხმიანი", ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს" - თამრიკო ჭოხონელიძე

"ლამაზ ხმიანი" და არა "მრავალხმიანი", ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს" - თამრიკო ჭოხონელიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ინოლა გურგულიას აქვს გენიალური ფრაზა - "ნურაფერს მეტყვი, მიმღერე, რომ გამხადო თანაზიარი“. ჩვენ ეს თანაზიარობა დაგვავიწყდა," - თქვა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, "UG art პოდკასტში" სტუმრობისას.


თამრიკო ჭოხონელიძემ ქართველი შემსრულებლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული სიმღერა მხოლოდ ბგერების ერთობლიობა კი არა, ემოციური თანაზიარების პროცესია. სიმღერისას, დეტალები პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამის გაუთვალისწინებლობა, პროცესს აზიანებს.

"ინოლა გურგულიას აქვს გენიალური ფრაზა - „ნურაფერს მეტყვი, მიმღერე, რომ გამხადო თანაზიარი“... ჩვენ ის თანაზიარობა დაგვავიწყდა... აღარ ვართ თანაზიარები, იმიტომ, რომ მე ძალიან ხშირად, როდესაც ვისმენ რაღაც ნამღერს, ვხვდები, რომ შემსრულებელს, არც უფიქრია საერთოდ იმაზე, რას მღერის...

სიმღერა "გრძნობა როგორ დაგიამო, ან რა ლექსი გიმღერო" - არ უნდა იწყებოდეს აბსოლუტურად უაზრო სიტყვებით - „აბა როგორ დაგიამო“... გასაგებია?

იგივე ინოლას სიმღერა - "პირველად იყო სიმღერა, გალობა, ლამაზ ხმიანი"... "ლამაზ ხმიანი" და არა მრავალხმიანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს...

სხვათა შორის, ამას მღერიან პედაგოგები მერე, რომლებიც ასწავლიან მოსწავლეებს „მრავალხმიანს“... და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მრავალხმიანი არ არის!

სიმღერა არის მოცემულობა... მღერა პროცესია და აი, ამ პროცესს ადარებს ავტორი გალობას ლამაზ ხმიანს... ეს გალობა სწორედ ღმერთისგან გამოგზავნილი ბგერებია...

ძალიან ბევრი რამე ფუჭდება ასეთი დამოკიდებულებით. ჩვენ მსმენელს ვაჩვევთ ამას, ყური ეჩვევა და მერე სხვაც იმეორებს. "მრავალხმიანს" მღერის მერე ყველა.
თითქმის ყველგან ეს შეცდომაა და როგორ შეიძლება, რომ ეს არ მიიჩნიო ტყუილად? იმიტომ, რომ მე როგორც მსმენელს, შენ მე მატყუებ და თანაზიარს ვერ გამხდი. ვერც მე და ვერც ვერავის გახდი თანაზიარს," - თქვა მომღერალმა.


ავტორი: ზმნა

05/15/2026

თამრიკო ჭოხონელიძეთანაზიარიინოლა გურგულიასიმღერა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024