Logo

საზოგადოება

"ლენო რომ გარდაიცვალა, მაშინ გადამრჩენელი მყავდა" - გიორგი გვარჯალაძე

"ლენო რომ გარდაიცვალა, მაშინ გადამრჩენელი მყავდა" - გიორგი გვარჯალაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მუსიკოსმა გიორგი გვარჯალაძემ პოდკასტში "გაბედე" შვილის, ლენოს გარდაცვალებაზე ისაუბრა. 14 წლის ლენო, შვიდი წლის წინ, მეშვიდე სართულიდან გადავარდა...

სანდრო კაკულიას შეკითხვას - "შვილის ამბავი... რა მოხდა და რისთვის მოხდა? რამე მისია ჰქონდა ამას?" - მუსიკოსმა შემდეგი პასუხი გასცა.

გიორგი გვარჯალაძე

გიორგი გვარჯალაძე: კი, ძალიან სერიოზული მისია ჰქონდა. ტკივილი არის ჩემთვის ნაცნობი ენა. მკაფიოდ მარტო ეგ ენა ვიცი. დანარჩენ ენასთან შემიძლია "ვიჩათლახო". ტკივილთან სერიოზული გულწრფელი საუბარი მაქვს. ტიპებს კინოში აქვთ ნანახი და მე შიგნიდან მაქვს ნანახი, გამოცდილება მივიღე. მადლიერი ვარ ყველასი - ლენოსი, მისი გადაწყვეტილების. ვითამაშეთ ეს თამაში. თან მე დამამძიმებელი გარემოებაც მაქვს, რომ მე ვცემე და იმან დაწერა, მამამ მცემაო და... არ ჰქვიაო მაგას ცემაო. აბა, რა ჰქვია? ორჯერ დავარტყი ხელი და რამდენიმე საათში გადახტა. ვიცოდი, რომ გადახტებოდა და ვუთხარი, ხომ უნდა გადახტე და გადახტითქო. და გადახტა, ოღონდ რომ გადახტა, მე ქი აღარ ვიყავი.

მაშინ არ ვიყავი გულწრფელი, მეგონა, რომ არ ვთამაშობ. მაშინ ორ ადამიანს უჭირდა და ჩემი შვილი არ დავაპრიორიტეტე. მეორეს გადასარჩენად წავედი.

ლენო რომ გარდაიცვალა, მაშინ გადამრჩენელი მყავდა. ამ ადამიანმა გადამარჩინა და დამიჭირა ზედაპირზე. არ მომცა საშუალება კარგად ჩავძირულიყავი. მაგარი პარტნიორი მყავდა. მსგავსი სხვა არ მყოლია. საქმესაც ერთად ვაკეთებდით. მასთან სერიოზულ მიჯაჭვულობაში ვიყავი. ის ჩემგან წავიდა...

ვიდეო სრულად

ავტორი: ზმნა

06/19/2026