Logo

"ლეონს" ქეთი ჩხაიძე თაღლითობაში ამხელს და უჩივის

"ლეონს" ქეთი ჩხაიძე თაღლითობაში ამხელს და უჩივის

10/08/2026

ტექსტის ზომა

ქეთი ჩხაიძე ჯგუფ "ლეონს" სასამართლოში უჩივის. კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი ფეისბუქზე აცხადებს, რომ ჯგუფს თაღლითობაში ამხელს და სამართლის აღსრულებას ელოდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამი წლის წინ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, პირველი პროცესი 7 ოქტომბერს ჩაინიშნა. სასამართლო პროცესზე ჯგუფი "ლეონის" მხარეს მათი ადვოკატი წარმოადგენდა. ქეთი ჩხაიძე ფეისბუქის ვიდეომიმართვაში ამბობს, სარჩელი ლევან წვერავას წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც წვერავამ "ლეონის" სიმღერების ტექსტის თანაავტორად (ქეთისთან ერთად) საკუთარი გვარიც მიაწერა.

ქეთი ჩხაიძე: - რა ტექსტებიც დავუწერე, ღმერთმა შეარგოს ჩემს შვილებს დახვდება სიკეთედ გზაზე. მათი რეპერტუარიდან 9 სიმღერის ტექსტი მეკუთვნის, ამ ჰიტებს მილიონობით ნახვები აქვს. ტექსტების სანაცვლოდ, რადგან თანხა არ გადაუხდია, შევთავაზე სოლო კარიერის გაკეთებაში დახმარებოდა. მეგონა, ლევან წვერავას ქუთაისში ხმის ჩამწერი სტუდია ჰქონდა. თურმე ერეკლე დიდიას სტუდიაზე ამბობდა, ჩემიაო. მოკლედ, ლევანი დამთანხმდა, რომ სიმღერებს ჩამაწერინებდა და მე ვიმღერებდი.

ქეთი ჩხაიძე

გავიდა ორი წელი, დუეტმა "ლეონმა" წარმატებას მიაღწია ჩემი ტექსტებით და უცხოური სიმღერებით. ტოპ ათეულებში მოხვდა. შეთანხმება კი, არ შესრულებულა. ორი წლის შემდეგ ლევანი შემეხმიანა და მითხრა, "ლეონი" ფანოღია და მინდა გემოვნებიანი ბენდის შექმნა, სადაც შენ იმღერებო. სიხარულით დავთავხმდი, შემოსავლის წყარო და სამსახური გამოჩნდა და მეუღლეს დავეხმარები-მეთქი. ოთხი შვილი მყავს და ძალიან გვიჭირდა.

შეიქმნა ბენდი "ერეკლეონი" და აქ დაიწყო ლევანის ცოლის, ნინის გაბოროტება. მას უნდოდა ამ ბენდში დგომა და ლევანი რომ ბენდისთვის მეორე გოგონას ეძებდა, ნინი მე მეუბნებოდა, ლევანს უთხარი, მე მამღეროსო. ლევანმა მითხრა, ნინი ვერ მღერის და ჩვენ ცოცხლად უნდა ვიმღეროთო. ვინც არ იცის, ნინი მხოლოდ პირს აყოლებს სხვა გოგონას ჩაწერილ ხმას. ეს მსმენელის მოტყუებაა.

"ერეკლეონი" ტელევიზიით რამდენიმეჯერ გამოვედით, მაგრამ არც ერთ კონცერტებზე არ გამოვსულვართ. ყველგან "ლეონი" გამოდიოდა, ფულს თვითონ იღებდნენ. ჩვენ ენთუზიაზმზე უნდა გვემუშავა. მოკლედ, ნინიმ იმდენი ქნა, რომ ბენდი დაიშალა.

ლეონი

ამ ფაქტიდან სამი თვის შემდეგ, იუთუბზე შევდივარ და ვხედავ წერია - ტექსტის ავტორი ქეთი ჩხაიძე და თანაავტორი ლევან წვერავა. თითქოს ერთად დავწერეთ სიმღერებისთვის ტექსტები.

თუ ლევანს ტექსტების წერა შეეძლო, რატომ სჭირდებოდა ჩემამდე ნანა ცინცაძე და ჩემს შემდეგ ისევ ნანასთან რატომ თანამშრომლობს? 2019 წლამდე, სანამ ჩემთან თანამშრომლობას დაიწყებდა, ნანა წერდა მათ სიმღერებზე ტექსტებს და ლევანმა მითხრა, არ არის ნანა მოწოდებით პოეტი, ჩემი არ ესმის და მუშაობაში ძალიან არაკომფორტულიაო.

იუთუბზე ეს რომ ვნახე, დავუკავშირდი - სასწრაფოდ ავტორობა დამიბრუნე-მეთქი. ვერაფერს გავხდით ვერც მე, ვერც ჩემი ქმარი. სხვა გზა არ იყო, ამიტომ სასამართლოში ვუჩივლე. ეს პროცესი სამი წელი გაიწელა.

ლეონი

სასამართლოში ისეთები იკადრეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლები, რომ ტექსტის ავტორობა მე დამრჩეს - ჰონორარსაც გადამიხდის, რომელიც ამ ტექსტებისთვის მეკუთვნოდა, თუ არადა, ამ ტექსტების შესრულება და საჯარო სივრცეებში განთავსება საერთოდ აეკრძალება.

16 ნოემბერს მეორე პროცესია ჩანიშნული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს.

ქეთი ჩხაიძე

საავტორო უფლებების ასოციაციაში ჩემს ტექსტებზე ავტორებად - ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი ეწერა. მის ადვოკატს რომ ვუთხარი, ნახეთ, პლაგიატის შემთხვევა-მეთქი, გადარეკა და ჩაასწორებინა. ამას Gera არ უარყოფს.

ლევანი ყველაფერს კადრულობს, რომ ფინანსური სარგებელი ნახოს. ჩემი ადვოკატის "მოსყიდვაც" ნაცნობობით და ქუთაისის კოლორიტის მიგზავნით სცადა. "აქანე ქუთეისიაო"-თი უნდოდა ჩარევა, მაგრამ არ გამოუვიდა.

რატომ გავახმაურე ეს ამბავი?

ყოფილა შემთხვევა, დამნაშავე თაღლითური გზებით ადვოკატს დაუძვრენია და სასამართლოს გაუმართლებია. ამის მეშინია და რაც მეტად იხმაურებს ეს ამბავი და მეტ ადამიანს მიწვდება, მეტად დამეხმარება სიმართლის დადგენაში. ხმაური რომ არ ყოფილიყო, შვილმკვდარი დედა, ეკა კუპატაძე სამართალს ვერ მიაღწევდა. ცივსისხლიან მკვლელებსაც ჰყავთ ადვოკატები და ეკას რომ არ ეხმაურა და ხალხი გვერდით არ დადგომოდა, ვერაფერს გახდებოდა. როცა ასეთ მონსტრთან გაქვს საქმე, იქ ხალხის გვერდით დგომა გჭირდება.
მიგულშემატკივრეთ, რადგან მე ლევან წვერავას წინააღმდეგ ადვოკატის გარეშე ვიბრძვი.

ქეთი ჩხაიძე

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026