
09/18/2026
დეპრესია, შფოთვა, სასოწარკვეთა - ჩვენს დროში ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. დეპრესიას ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევენ. რელიგიურად თუ შევხედავთ, ასეთ დროს ვცოდავთ. მორწმუნე ადამიანი სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს, რადგან ამით ღმერთის იმედს კარგავს, მისი არ სწამს. როცა ლოცულობ და ეზიარები, მაშინ ნაკლებად გიტევს უიმედობა და დეპრესიული განწყობა. ამ სნეულებას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იცნობს - მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა.
წმინდა მამების განმარტებით, ამ ყველაფრის საფუძველი ამპარტავნებაა - სამედიცინო დიაგნოზს სულიერი დიაგნოზიც ახლავს.
შესაძლოა დეპრესიამ ადამიანს სხვა დაავადება შესძინოს და პირიქით - რომელიმე სნეულებამ ის დეპრესიაში ჩააგდოს - უიმედობის, ტკივილის, მოწყენილობის გამო სიკვდილის მეტი აღარაფერი სურდეს.
მწუხარებაში, სასოწარკვეთასა და დეპრესიულ განწყობაზე მყოფებს შეუძლიათ ეს ლოცვა წაიკითხონ და ნუგეში მიიღონ.
ო, ყოვლადმოწყალე მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და განმწმინდე ყოველგვარი სევდისგან, შფოთვისა და სიმხდალისგან.
მიხსენი სულიერი დახრჩობისა და დემონური მწუხარებისგან, რომელსაც ვგრძნობ ჩემს სხეულსა და სულში.
შენ ხარ ჩვენი სიხარული და იმედი დედამიწის ყველა კიდეებისა და ზღვისპირა მოსახლეობისთვის.
იყავი ჩემი უფალი ჩემს ცოდვებზე. მომაშორე ცოდვისა და სასოწარკვეთის მძიმე ტვირთი.
განმაშორე ყოველგვარი სევდა და სიზარმაცე. განმამტკიცე შენს სიყვარულში, ურყევ იმედსა და ურყევ რწმენაში შენს მიმართ, შენი ყოვლადწმიდა დედისა და ყველა შენი წმინდანის შუამდგომლობით, ამინ.
დეპრესიის დროს იკითხება შემდეგი ფსალმუნები:
მე-6, 41 და 91 ფსალმუნები
გააზიარე სტატია