Logo

"ლოცვისას არ დაუშვა ეს შეცდომა" - დეკანოზი გიორგი ბერაძე გვირჩევს

"ლოცვისას არ დაუშვა ეს შეცდომა" - დეკანოზი გიორგი ბერაძე გვირჩევს

06/30/2026

ტექსტის ზომა

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ლოცვა ღმერთთან ცოცხალი დიალოგია. ეს პროცესი მექანიკური ვალდებულება არ არის და მისი უპირველესი დანიშნულება შემოქმედთან სიყვარულით შეერთება, მადლიერების გამოხატვა და შინაგანი სიმშვიდის პოვნაა.

ხშირად, როდესაც ადამიანი სულიერი ცხოვრების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, ყველა რიტუალის მაქსიმალურად და სრულყოფილად შესრულებას ცდილობს. თუმცა საათობით გაუაზრებელი ლოცვა, შესაძლოა სულიერი გზის დასასრულად იქცეს.
ამ თემაზე რჩევებს დეკანოზი გიორგი ბერაძე გვიზიარებს. მისი თქმით, მთავარი არა ლოცვის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხი, გააზრებულობა და გულწრფელობაა, რათა მან გონებიდან გულში გადაინაცვლოს და ადამიანს რეალური სულიერი ნაყოფი მოუტანოს.


„ლოცვისას არ დაუშვა ეს შეცდომა. არ ეცადო, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყისში გრძელი, დიდი და რთული ლოცვები წაიკითხო. მიბაძო შენს მეგობრებს, სხვა მრევლის წევრებს. აუცილებლად შენს მოძღვარს ჰკითხე, რომელი ლოცვები ჯობია თავიდან წაიკითხო.

დღეში 5-10 წუთითაც რომ დაიწყო, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, რომ მიეჩვიო ხარისხიან ლოცვას, გულიან ლოცვას. ჯერ გონებით გააზრებულს და შემდეგ გულში გადასულს... რომ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს.
თუ ლოცვა მექანიკური ხდება, 3 საათიც რომ აკეთო გაუაზრებლად, შედეგს ვერ მოგცემს და იცი რა დაგემართება? საერთოდ აღარ ილოცებ. ამიტომ, გაითვალისწინე ჩემი მოკრძალებული რჩევა,“ - გვირჩევს მოძღვარი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დეკანოზი გიორგი ბერაძელოცვამოძღვარირჩევები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026