Logo

"ლუდი ისეთივე მავნებელია, როგორც ვისკი ან არაყი" - მაია ბუწაშვილი

"ლუდი ისეთივე მავნებელია, როგორც ვისკი ან არაყი" - მაია ბუწაშვილი

12/19/2025

ტექსტის ზომა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ მითების დამსხვრევას განაგრძობს, რომლებიც საზოგადოებაში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით არის გავრცელებული.

ამჯერად ექიმი ინფექციონისტი ლუდის მომხმარებლებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც თავს შემდეგი ფრაზით იმშვიდებენ - “ლუდი არ არის პრობლემა, არაყს არ ვეკარები”.

ლუდი

„ლუდში სპირტის შემცველობა 5%-ია (7%-იანი ლუდებიც არსებობს), ანუ 100 მლ ლუდში 5 გრამი სპირტია.

ორი-სამი კათხა ლუდის მიღების შემთხვევაში (რაც ცოტააო, თვლიან), 50-80 გრამამდე ალკოჰოლს იღებს ადამიანი. ანუ სამი კათხა ლუდი იგივეა, რაც 200 მლ ვისკი ან არაყი.

ადამიანი თუ ყოველდღე 4-5 პატარა ჭიქა (200 მლ) არაყს სვამს, ამას უფრო აღიქვამენ სმად, ვიდრე ლუდის შემთხვევაში. არადა, ზუსტად ერთი და იგივეა.

ეს მე ლუდის შედარებით ზომიერი მოხმარების მაგალითი მოვიყვანე, თორემ ბევრი 3 ლიტრზე მეტ ლუდს სვამს (განსაკუთრებით ზაფხულში).

ხშირად ისმის კითხვა, რა ითვლება ალკოჰოლის მიღების უსაფრთხო რაოდენობად? - აბსოლუტურად უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს.

თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, მცირე რაოდენობა ითვლება დაბალი რისკის მქონედ. “მცირე რაოდენობა” სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მაჩვენებლით აქვს განსაზღვრული.

თუ ადამიანს რომელიმე დაავადება აქვს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის (მათ შორის ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა), დიაბეტი, ღვიძლის ნებისმიერი დაავადება (მათ შორის “გაცხიმოვნება”), დეპრესია, ძილის დარღვევა და ა.შ, მათთვის ეს დაბალი დოზაც არ შეიძლება, ანუ ალკოჰოლის მიღება სრულად უნდა იყოს შეწყვეტილი.

ეს განსაკუთრებით ეხებათ ორსულებს ან ორსულობის დაგეგმვის პერიოდში მყოფებს. თუმცა სამწუხარო მაგალითები არსებობს, როცა ორსულებს ურჩევენ დღეში ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღებას (“სისხლისთვის კარგია”),” - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არაყიექიმის რჩევალუდიმაია ბუწაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026