საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე, სოციალურ ქსელში, უკრაინელ მეუღლესთან ქორწინების ხუთ წელზე წერს.
"ჩემს სიყვარულთან ერთად, ოფიციალურად ქორწინებაში (ქართულ-უკრაინული ოჯახის) ყოფნის 5 წელი.
მადლობა განგებას, რომ შენი თავი შემახვედრა.
ღმერთმა ყველა ტკივილი გაკმაროს და კიდევ 100 წელი ჯანმრთელი, შენი თავი ბედნიერი და წარმატებული მიმყოფოს!" - წერს ბარამიძე ფეისბუქზე.

პოლიტიკოსმა ანნა ფილიპჩუკთან ხელი 2020 წელს მოაწერა. ამის შესახებ მან ისევ ფეისბუქით ამცნო საზოგადოებას.
"დღეს მე და ჩემმა ანუტამ (ჩვენს საამაყო იუსტიციის სახლში) ხელი მოვაწერეთ და ქართულ - უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა" - წერდა ხუთი წლის წინ პოლიტიკოსი.


ანნა ბარამიძის მეორე ცოლია. პირველი ქორწინებიდან - ეკა ჯაფარიძესთან გიას ქალიშვილი ჰყავს.
11/27/2025