Logo

ტაბლოიდი

"მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში მოევლინე" - ვახოს და მარიამის იდილია

"მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში მოევლინე" - ვახოს და მარიამის იდილია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სახალისო ფორმატში - "მიპასუხე ტატიით", ერთმანეთს, სხვადასხვა კითხვები დაუსვეს მარიამ როინიშვილმა და ვახო კანდელაკმა.

ესეც ამონარიდი.

ვახო: პირველი პაემნის დეტალები გაიხესენე.

მარიამი: მახსოვს, როდესაც კიბეზე ამოდიოდი, ვერ იპოვე კარი და მე გარეთ გამოვედი, რომ მიმეხვედრებინა, სად ვიყავი. მახსოვს, კიბეზე რომ შეგხვდი, დაბნეულობისგან, გამარჯობა კი გითხარი, მაგრამ არ გადაგკოცნე. შემდეგ როდესაც სახლში მეგობრების წრე შეიკრა, როგორც ყოველთვის, შენ გააკეთე უგემრიელესი კერძები, რითაც მონუსხე არა მხოლოდ მარიამი, არამედ სრულიად ჩემი სამეგობრო.

ის, რაც აქამდე ჩემთვის არასდროს გითქვამს, მაგრამ სულ გინდოდა, რომ გეთქვა?

ვახო: მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში მოევლინე შენ.

მარიამი: პირველი შთაბეჭდილება ჩემზე.

ვახო: თვალები, რომელიც დღემდე არ ამომდის თვალებიდან, პრიალა თვალები. ახლა მე დამახასიათე.

მარიამი: მოთმინების ძალიან დიდი უნარი გაქვს, რაც ბევრ რამეს სწორად გაკეთებინებს. ჩემგან რა ისწავლე?

ვახო: შენგან ვისწავლე ის, რომ ადამიანებს ბევრი თბილი, სამოტივაციო სიტყვა უნდა უთხრა, რომლითაც მერე, ცხოვრებაში, სირთულეებს ადვილად გადალახავს.

ავტორი: ზმნა

03/27/2026