Logo

"მადლობა, ქრისტინა აგილერა" - რაში ემადლიერება ხატია ბუნიათიშვილი აგილერას

"მადლობა, ქრისტინა აგილერა" - რაში ემადლიერება ხატია ბუნიათიშვილი აგილერას

02/01/2026

ტექსტის ზომა

ხატია ბუნიათიშვილმა სამი დღის წინ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ მაკრონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ქართველი პიანისტი „Pièces Jaunes“-ის გალა კონცერტში მონაწილეობდა. ეს ყოველწლიური ეროვნული საქველმოქმედო კამპანიაა, რომლის მიზანია საფრანგეთის საავადმყოფოებში ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. საფრანგეთის მასშტაბურ ღონისძიებასა და საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ:

ხატია ბუნიათიშვილი, Gims, Christina Aguilera, A$AP Rocky, Stray Kids, Future, Davido, Bob Sinclar, Gautier Capuçon, Ibrahim Maalouf და სხვა საერთაშორისო არტისტები.

ახლახან კი ხატიამ, ამ საღამოდან, გააზიარა მუსიკალური ნომერი, სადაც ქრისტინა აგილერას აკომპანიმენტს თავად უწევს. პიანისტი ვიდეოს ურთავს პოსტს.

"ალბათ, 15 წლის ვიყავი, როდესაც ამ სიმღერას პირველად მოვუსმინე. მუსიკის ჰანგებით და წარმოსახვით წარმოთქმულმა, ამ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის სიტყვებმა, შემიპყრო.

"შენ ლამაზი ხარ, რაც არ უნდა თქვან".

ჩემთვის და მსოფლიოში ბევრი მოზარდისთვის, ამ სიტყვებმა ნამდვილად შეცვალა სილამაზის აღქმა, მაგრამ რაც მთავარია, თვითრწმენის გაზარდა ჩვენში, იმის მიმღებლობა გაგვიჩინა, თუ როგორები ვართ და ნაკლები მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, თუ რას ამბობენ სხვები.

მადლობა, ქრისტინა აგილერა.

ჩემთვის დიდი პატივია, Pieces Jaunes-ის სცენაზე, ამ სიმღერის ნაწილი ვყოფილიყავი და ბედნიერებაა, რომ მქონდა შესაძლებლობა, ცოტაოდენი, ჩემი მოზარდობის დროინდელი ფერები შემეტანა ამ განსაკუთრებულ სიმღერაში" - წერს ფეისბუქზე ბუნიათიშვილი.

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026