Logo

ტაბლოიდი

"მადლობა, მე უკვე ვიცი, რომ სიცილი შემიძლია" - მაია ასათიანის ვიდეომიმართვა მაყურებელს

"მადლობა, მე უკვე ვიცი, რომ სიცილი შემიძლია" - მაია ასათიანის ვიდეომიმართვა მაყურებელს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ჟურნალისტი მაია ასათიანი უკანასკნელი დღეების გამავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში გადაცემა "ფუ პოდკასტში"მონაწილეობის გამო მოექცა.


პოდკასტში მაია ასათიანმა გულახდილად ისაუბრა საკუთარ განწყობასა და დამოკიდებულებებზე კომენტარებში ჩასაფრებულ ადამიანისვე მიმართ და თქვა, რომ გადაცემაში მონაწილეობისა და რამდენჯერმე ხმამაღალი, გულიანი გაცინების გამო შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი გამხდარიყო.


დღეს მაია ასათიანმა "ფუ პოდკასტის "მაყურებელს სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი მიმართა და განსხვავებული დამოკიდებულების გამო მადლობა გადაუხადა.
ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა პოდკასტის მასპინძლებსაც, რომლებმაც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მისი გულიანად გაცინება მოახერხეს.

"ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის მართლა თუ ვძლებ ოდესმე გულიანად გაცინებას-მეთქი.
ძალიან მენატრებოდა ეს განცდა, როცა მსუბუქად ხარ. ნიღაბი კი არ გიკეთია და ისე კი არ იცინი, მართლა გეცინება და მართლა მსუბუქად რომ ხარ.უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა "ფუ პოდკასტის" ბიჭებს.რომლებმაც საოცარი გარემო შემიქმნეს და ეს ემოცია ძალიან დიდხანს გამყვა. ვიგრძენი გაზაფხული.
12-13 წელია ჩემი ინტერვიუს და ჩემს შესახებ სიუჟეტის ქვემოთ კომენტარი არ წამიკითხავს, იმის გამო, რომ ხასიათი არ გავიფუჭო ტოქსიკური ადამიანებისგან. პოდკასტის მაყურებელს ცალკე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და მადლობა ცოტაა იმ კომენტარებისთვის, რომელსაც წერდით, თქვენ დამაჯერეთ,რომ სიბნელე ვერ დაამარცხებს სინათლეს,იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ბევრ ჩვენგანს ამაში ეჭვი გვეპარებოდა. უღრმესი მადლობა, მე უკვე ვიცი, რომ სიცილი შემიძლია და დიდი მადლობა ბიჭებს, ჩემთვის სიცილის დაბრუნებისთვის," - ამბობს მაია ასათიანი.

ავტორი: ზმნა

03/07/2026

მადლობამაია ასათიანიპოდკასტისიცილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024