საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს პატრიარქი აღარ ჰყავს... დღეს, 17 მარტს ღვთივმიიცვალა უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.
სოციალურ ქსელში ადამიანები ემოციურ პოსტებს წერენ.
ლაშა ჟვანია: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტი დაქვრივდა, სრულიად საქართველო დაობლდა.
ჭირისუფალია დღეს ქართველი ერი.
ღვთის მიმართ მადლიერებით და მისი სახელის კურთხევით, გალობით გავაცილეთ ამ ქვეყნად ყოველი კაცის მომლინებელ და ამა ქვეყნიდან გამყვან ქვეყნიერების მეუფესთან!
მადლობა მისი ჩვენთან ყოფნის ყოველი წელიწადისთვის, დღისათვის, საათისთვის, წუთისა და წამისათვის ღმერთო!
არ გვაქვს სამდურავი! იაკობის დარად გეჭიდავეთ მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ დავითისა და დანიელის მადლიერებით გაბარებთ წმინდა დაუღალავ შენს მადიდებელ, ჩვენს ტკბილ მწყემსთავარს!
ნინო სურგულაძე: მშვიდობით ტკბილო პატრიარქო.
უფალმა გაანათლოს თქვენი აუკვდავი სული. დიდია სევდა და ტკივილი ყველა მართლმადიდებლის გულში.
ნატო გელაშვილი: მადლობა უფალს, რომ თქვენს ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, თქვენო უწმინდესობავ.
მადლობა მადლობა მადლობა ყველაფრისათვის…
ნუცა შანშიაშვილი: რასაც ვერ გადმოსცემ სიტყვებით... ჩვენი მერყეობა, შუღლი, უიმედობა ყოველთვის ქრებოდა მისი ერთი სიტყვით და გვეძლეოდა იმედის, სიყვარულის და ერთობის ძალა!....
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე...

უწმინდესზე წერს ემიგრაციაში მყოფი პეტრე კოლხი.
პეტრე კოლხი: 26-ის ვიყავი, პატრიარქმა პირად არქივში შემიშვა და მასზე მიძღვნილ ლექსებს ვარჩევდი…. ათასობით ტექსტი იყო, საუკეთესოები შევკარი, მასთან შევათანხმე და მეუფე ეფრემის დახმარებით წიგნად გამოვაქვეყნე…. კრებულს ,,მოსე ქართველი” ვუწოდე….
მე ის მიყვარდა…. ბევრი კარგი მახსოვს მისგან, ბევრი მოსაგონარი დამრჩა…
სამების ახალგაზრდულ ცენტრში, კვირის ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა, მაგრამ შენ პოეტი ხარ, უკეთესად გამოგივაო და მე ჩამაბარა. სნოში, მისი ბავშვობის სახლში პოეზიის საღამო მომიწყო, მისი კურთხევით პაოლო იაშვილს, დიდუბის პანთეონში წესი ავუგე. გამორჩეულად მოსწონდა ჩემი ლექსები….
ვწუხვარ პატრიარქო, ბოლო გზაზე ვერ გაცილებ….
03/17/2026