Logo

"მადლობა, ვინც ქვების სროლა არ დაიშურეთ" - ნატო გელაშვილი

"მადლობა, ვინც ქვების სროლა არ დაიშურეთ" - ნატო გელაშვილი

01/03/2026

ტექსტის ზომა

მომღერალმა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა ახალი წელი მეგობრებსა და მსმენელებს სოციალური ქსელს საშუალებით მიულოცა.
"მადლობა 2025 წელს ყოველი გათენებული დღისთვის, ყველა სიხარულისთვის, ყველა განსაცდელისთვის... მადლობა ყველას გამეტებული სიყვარულისთვის. მადლობა, ვინც ქვების სროლა არ დაიშურეთ - ყოველი ნასროლი ქვა უფრო მეტად გზრდის ადამიანს და უფრო მეტად გაყალიბებს ადამიანად. მადლობა მტერსაც და მოყვარესაც, ყველას უკლებლივ ბედნიერი 2026 გაგითენოთ უფალმა.
მომიტევეთ, ვისაც გაწყენინეთ, ვინც უყურადღებოდ დამრჩით, ვისაც ვერ მოგეფერეთ და ვერ გითხარით, რომ ძალიან მიყვარხართ. გილოცავთ სრულიად საქართველოს, იხარეთ და იბედნიერეთ, იჯანმრთელეთ. ხვავი, ბარაქა და, რაც მთავარია, ბევრი სიყვარული - 2026", - წერს საკუთარ გვერდზე ნატო გელაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მადლობამუსიკანატო გელაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026