Logo

კულტურა

"მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ" - მსახიობებმა თეატრი დატოვეს

"მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ" - მსახიობებმა თეატრი დატოვეს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსახიობებმა - ნანკა კალატოზიშვილმა, ეკა დემეტრაძემ, მანუ თავაძემ, ანასტასია ჭანტურიამ, დავით ბეშიტაშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა თეატრი დატოვეს. მათ ფეისბუქზე ერთი და იგივე სტატუსი დადეს, რომ ისინი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის დასის წევრები აღარ არიან.

"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ" - წერენ მსახიობები.

მსახიობების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, ამავე თეატრის მსახიობის, სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნის ფაქტი.

თეატრი

კახა კინწურაშვილმა, სოციალურ ქსელში, თავისი პოზიცია ამაზეც დააფიქსირა.

"ანდროს მხოლოდ იმიტომ არ ვგულშემატკივრობ, რომ ის ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომ რომ ის უდანაშაულოა.

ანდრომ ღირსების და გაუტეხელობის მაგალითი აჩვენა მთელ საზოგადოებას!

მისი სასამართლო სხდომების გადაღება აკრძალეს, რომ ანდროს მიმართ რეჟიმის უსამართლობა ხალხს ტელევიზიით არ ენახა, მაგრამ მისი ბანერის ჩამოხსნის კადრების გადასაღებად სამი ტელევიზია მოიყვანეს!

მისი ბანერის ჩამოხსნით, მის მიმართ სოლიდარობას ვერ გააქრობენ.

ანდრო სხვა მსახიობით არ ჩანაცვლდა და ეს არის მთავარი სოლიდარობის აქტი თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში!
ანდროს ბანერი ისევ თეატრის ფასადზეა და დღეის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს
ისტორიას ვერ გადაწერენ!"- წერს კახა ფეისბუქზე.

ეკა დემეტრაძე: თქვენ შეიძლება წაგვართვათ ბანერი, რეჟისორი, თეატრი, ხელფასი, ადამიანიც კი, მოიყვანოთ ათასი კამერა და ხელში მიკროფონიანი დადუმებული რეპორტიორები, იდეალურად დაგეგმოთ თქვენი პროპაგანდისტული სპეცოპერაციები, მაგრამ ვერასოდეს წაგვართმევთ სიყვარულს! ერთმანეთის სიყვარულს, საქმის სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს! და რაც ყველაზე მთავარია, ვერასოდეს წაგვართმევთ თავისუფლების სიყვარულს!

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!

ანდრო ჭიჭინაძე

***

არტისტების თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილებას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

"სამაგალითო ადამიანი ხარ! ზეარტისტი და დარწმუნებული ვარ ასმაგს დაგიბრუნებს სამყარო" - აკომენტარებს ნიკა კაცია.

"უუდიდეს პატივს გცემ კახა, ძაან ვამაყობ, რო გიცნობ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ისტორია იწერება ღირსების მართლა" - ბესო სოლომანაშვილი.

"თქვენნაირი ღირსეული ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა!! საოცარი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი!!!" - სოფიო დევიძე.

"კახაა, ყველაზე მთავარი თეატრის სცენაზე დგახარ და “მაყურებელს” უყვარხარ დიდი სიყვარულით" - ჟანა ამირეჯიბი.

ავტორი: ზმნა

02/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024