Logo

"მაგ ბინაში ავი სული არ მოასვენებს მყიდველს" - ია ფარულავა სკანდალურ ბინას ყიდის

"მაგ ბინაში ავი სული არ მოასვენებს მყიდველს" - ია ფარულავა სკანდალურ ბინას ყიდის

12/12/2025

ტექსტის ზომა

ია ფარულავა ყიდის ბინას, რომელსაც წლის სკანდალი მოჰყვა. მსახიობმა განცხადება ფეისბუქზე დადო.

"იყიდება ისტორიული ბინა (ყოფილი ციცოსი, აწ უკვე იასი), რომელშიც მე არ და ვერ ვიცხოვრებ პრინციპულად. 100 კვარდრატული. გარემონტებული, შედი და იცხოვრე. გაყიდვა არ მეჩქარება, თუმცა ყოფილ მფლობელს ეგონა უცებ გაიყიდებოდა."

ცხადია პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ისტორიული არა, ისტერიული; მყიდველს ავი სული არ მოასვენებს მაგ ბინაში; ამ ბინისთვის დახოცეთ ერთმანეთი? ეს ბინა იმაში როგორ გაცვალეთ?" ბოლო კითხვაზე ია პასუხობს: "აქ დიდი რემონტი უნდა ჩამეტარებინა."

ვინც სკანდალს ჩამორჩით (თუკი ასეთია ვინმე), შეგახსენებთ, მეზობლებმა - ია ფარულავამ და ციცინო შურღაიამ ბინები გაცვალეს. ამას რაც მოჰყვა, დეტალურადაა ამ ინტერვიუში და ბმულზე გადასვლითწაიკითხავთ.

"მე და ქალბატონმა გავცვალეთ ბინები და მან დაამატა გარკვეული თანხა. ნუ დაიბენით და ნუ აყვებით სიცრუის პროპაგანდას!" - წერს ია თავისი პოსტის ქვეშ, კომენტარებში.

კომენტარებში მარინე ძაგნიძე (მას ვიტამინებზე ჩაწერილი ვიდეოებით ვიცნობთ) წერს:

"ისეთი იუმორი გვაქვს, ჩვენ ვინმე რავა უნდა გვჩაგრავდეს. ვიხალისე კომენტარებზე. მეგობარ აქტს ვინც მოაწერს ხელს, დისქაუნთი ექნება."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026