Logo

სასარგებლო რჩევები

"მაღაზიის პური აღარ ჭამოთ!" - ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე საფუარიან პურზე

"მაღაზიის პური აღარ ჭამოთ!" - ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე საფუარიან პურზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პურს მეპურეც ვეღარ აცხობს ჩვენს ქვეყანაში. ნუტრიციოლოგებს რომ უსმინო და სწორი კვება გადაწყვიტო, მშიერი უფრო აღმოჩნდები, ვიდრე ჯანსაღი კვების მიმდევარი.

ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ ბოლო ათწლეულებია, მაღაზიები და თონეები, საფუარის არასწორი გამოყენებით, უხარისხო ფქვილისგან გამომცხვარ პურს გვთავაზობენ. ექიმი გამოსავალს ხედავს იმაში, რომ ყველამ თავად გამოაცხოს პური.

პური

ჯაბა ტყემალაძე: აღარ ჭამოთ მაღაზიის პური. გამოსავალი - თქვენ თვითონ აცხობთ ხმიადს, ოღონდ თქვენ მიერ დაფქული ხორბლის ფქვილისგან და არანაირი საფუარით ან ღვინის საფუარის გამოყენებით.

საფუარი საქართველოში, ბოლო 30 წელია, ტრაგედიაა. თონეებში რომ დააკვირდებით, მეპურე ფქვილს პირდაპირ აყრის საფუარს, ასხამს წყალს, აყრის მარილს, გადაზელს და აკრავს თონეში. ყველამ ვიცით, რომ ნორმალურ საფუარს, ჭირდება დრო. იმის მაგივრად, რომ საფუარი მოკვდეს, თონეებში, უზარმაზარ ტემპერატურაზე, პირიქით, მრავლდება. წარმოიდგინეთ, რას ვჭამთ.

პური

მაღაზიაში სულ რომ ეწეროს, რომ "დედას გეფიცები" ან "იმან აკურთხა", არ არის საფუარიო, არ დაიჯეროთ. მაღაზიის პური დიდი ხანია აღარ იჭმევა. ბოლო 15 წელი ამდვილად ასეა. რაც დრო გადის, ფქვილის ხარისხი უფრო ფუჭდება. პურს ქარხნული წყეული, აგრესიული საფუარით აცხობენ. ეს საფუარი ნაწლავში რომ ხვდება, კატასტროფას ახდენს. დაავადებების დიდი ნაწილი მოდის იქიდან, რომ საფუარი ნაწლავებში ქმნის დისბაქტერიოზის სიტუაციას. ყალიბდება დისბიოზი.

ჯაბა ტყემალაძე

ავტორი: ზმნა

05/08/2026