Logo

ჯანმრთელობა

MAGDI - წონაში კლება მაგნიტების დახმარებით

MAGDI - წონაში კლება მაგნიტების დახმარებით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

MAGDI - წონის კლებისა და ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის ინოვაციური პროცედურა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორსაა. 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - პათოლოგიურად ჭარბწონიანი.

ქვეყანაში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის სტატისტიკა რომ საგანგაშოა, ამაზე ქართველი ექიმებიც საუბრობენ. პრობლემის მთავარ მიზეზად ცხოვრების წესი - მაღალკალორიული, რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება და ფიზიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება მიიჩნევა.

წონაში კლება

ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და მასთან დაკავშირებულია მრავალი ქრონიკულ დაავადება, მათ შორის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.

ჭარბ წონასთან და დიაბეტთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად, დღემდე ბარიატრიული ოპერაცია ითვლება.

ბოლო დროს, მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია (MAGDI).

რას ნიშნავს მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია და რა უპირატესობები აქვს მკურნალობის ამ მეთოდს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით?

ამ კითხვებით ZMNA.GE მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, N1 ზოგად და ბარიატრიულ ქირურგს, პროფესორ დავით აბულაძეს დაუკავშირდა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მაგნიტური ქირურგიის კვლევებში და დაფუძნებაში საქართველოში 2021 წლიდან. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მან დიდი გამოცდილება დააგროვა.

დავით აბულაძე

“MAGDI არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც გულისხმობს მაგნიტების გამოყენებით დუოდენომსა და ილეუმს შორის კავშირის შექმნას. ანუ ნაწლავების გარკვეული სეგმენტების ერთმანეთთან მიერთებას, ნაწლავის გაჭრისა და კუჭის მოჭრის გარეშე.

პროცედურის დროს დუოდენომი და ილეუმი ერთმანეთს მაგნიტების საშუალებით, უკავშირდებიან, რის საშუალებითაც, ორგანიზმში მოხვედრილი საკვები, გარკვეულ საჭმლის მომნელებელ სეგმენტს გამოტოვებს. მცირდება პროდუქტის ათვისება და ადამიანი მიღებული საკვების კალორაჟის ნაწილ რაოდენობას აღარ ითვისებს.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს იწვევს საკვების შეწოვის შემცირებას.

MAGDI-ის პროცედურა ასევე ზრდის GLP-1-ის ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს.

მიუხედავად გრძელი და რთული დასახელებისა, მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია ტექნიკურად საკმაოდ მარტივად შესასრულებელი ოპერაციაა. სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ის ნაკლებად ინვაზიურია, ანუ პაციენტისათვის ნაკლებად ტრავმულია, რადგან არ ხდება კუჭის მოჭრა და ნაწლავის გაჭრა. შესაბამისად ნაკლებია ისეთი გართულება, როგორიცაა სისხლდენა და ნაკერების უკმარისობა გამორიცხულია.

ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელიც პროცედურის ყველა საფეხურს დეტალურად აღწერს.

მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია

რაც შეხება პროცედურის შედეგებს... შედეგები, ნამდვილად შთამბეჭდავია.

“იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი დანაყრებას გრძნობს, კვების დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში არ ხდება საკვების სრული ათვისება, სისხლში გლუკოზის დონე ნორმალიზდება. შესაბამისადა უმჯობესდება ინსულინის მგრძნობელობა რეცეპტორებისადმი, იხსნება ინსულინრეზისტენტობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გამოსწორებას, გულსისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას, ლიპიდური სპექტრის მოწესრიგებას და ხდება დიაბეტის სიმპტომატიკის შემცირება.“

მოკლედ, პროცედურის უპირატესობები და შედეგები რომ შევაჯამოთ ასეთ სურათს ვიღებთ:

  • ქვეითდება მიღებული კალორიების შეწოვა - წონაში კლება 15-20 კგ
  • მაგნიტები არ რჩება ორგანიზმში, ბუნებრივად გამოიდევნება პროცედურიდან 3-5 კვირაში
  • ტიპი2 შაქრიანი დიაბეტის, პრედიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის, დისლიპიდემიის და მეტაბოლური სინდრომის რემისია.
  • უსაფრთხო პროცედურა ნაწლავის გაჭრის და კუჭის მოჭრის გარეშე
  • შერთულის მიდამოში სისხლდენისა და უკმარისობის განვითარების მკვეთრად შემცირებული ალბათობა. ამ დრომდე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
  • პაციენტი ბინაზე ეწერება მეორე დღეს. მხოლოდ 24 საათიანი ჰოსპიტალიზაცია
  • FDA-ის მიერ დამტკიცებული კლინიკური უსაფრთხოება და ეფექტურობა.

საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია. პროცედურას ექსკლუზიურად ახორციელებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე.

დავით აბულაძე

ვის შეუძლია ჩაიტაროს მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია?

პროცედურა რეკომენდირებულია ისეთი პაციენტებისათვის,ვისაც სურს:

  • 15-25 კგ-მდე წონის კლება, მინიმალურად ინვაზიური პროცედურის შედეგად
  • მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტისგან განკურნება
  • მინიმალური ჩარევა და სწრაფი რეაბილიტაცია

პროფესორ დავით აბულაძესთან უფასო კონსულტაციის გასავლელად და დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით : +995593132552

დაიკელით წონაში უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ. ZMNA.GE გისურვებთ ჯანმრთელობას.

მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია

ავტორი: ზმნა

11/18/2025

MAGDIდავით აბულაძემაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიაწონაში კლება
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024