Logo

მაგნიუმი ცელულიტის წინააღმდეგ

მაგნიუმი ცელულიტის წინააღმდეგ

05/14/2026

ტექსტის ზომა

მაგნიუმის როლზე ორგანიზმში დღეს ბევრს ლაპარაკობენ. ბოლო დროს აქტუალური გახდა მისი გავლენის განხილვა კანის მდგომარეობაზე, კონკრეტულად კი ცელულიტზე.

სანდრო გოგოხია

ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია განმარტავს, რომ მიუხედავად გავრცელებული მითისა, მაგნიუმი პირდაპირ არ „წვავს“ ცელულიტს, თუმცა მისი დადებითი ეფექტები (სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და შეშუპების კლება) ვიზუალურად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

„მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ნერვული სისტემის, კუნთების და ენერგიის წარმოებისთვის.

ცელულიტი

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ალაპარაკდნენ მაგნიუმზე, როგორც ცელულიტის მოშორების საშუალებაზე. მაგნიუმი ცელულიტს პირდაპირ, რა თქმა უნდა, არ აქრობს, მაგრამ ის:

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

ამცირებს მსუბუქ შეშუპებას;

აუმჯობესებს მიკროცირკულაციას;

ხელს უწყობს კუნთების აღდგენას.

შედეგად, კანი უფრო გლუვი ჩანს და ცელულიტიც ნაკლებად შესამჩნევია.

მაგნიუმი

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია: ავოკადო, ისპანახი, ბანანი, გოგრის თესლი, ნუში, შავი, მაღალპროცენტიანი შოკოლადი,“ - ამბობს ნუტრიციოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მაგნიუმირჩევებისანდრო გოგოხიაცელულიტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026