Logo

საზოგადოება

"მაგრამ იცოდე, რომ შენ იყავი, რაც საქართველოს ერთ მუშტად კრავდა" - მომღერალ სალომე ჩიტაძის ლექსი უწმინდესს

"მაგრამ იცოდე, რომ შენ იყავი, რაც საქართველოს ერთ მუშტად კრავდა" - მომღერალ სალომე ჩიტაძის ლექსი უწმინდესს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მაკა ზამბახიძის შვილმა, მომღერალმა სალომე ჩიტაძემ პატრიარქს ლექსი მიუძღვნა.

მაკა ქალიშვილის ლექსს ფეისბუქზე აზიარებს და აწერს: სალომე, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის, როგორ შევაფასო შენი გულიდან ამოთქმული ლექსი, თან მე რომ ვიცი, ზუსტად 15 წუთში წერ ასეთ სიბრძნეებს.

მაკა ზამბახიძე

ხ ა ლ ხ ი ს
ი ლ ი ა

იმედი, სუნთქვა და გრძნობა ერის,
საუნჯევ ჩვენო, ჩვენო სიმრთელევ,
სითბო და სიტკბო შენი სიმღერის…
უშენო ჰანგებს ვინ გაგვიმრთელებს?

დაობლებულნი ქუჩაში ვეძებთ
შენს ბავშვურ მზერას, მოწყალე ბგერას
ჩვენ ვეღარ ვისმენთ შენს ამოძახილს
შენს საოცარ ხმას და გულის ძგერას.

ჩვენო ილია, ხალხის ილია
ანგელოზებმა გაგხვიეს ფრთებში.
რას შეგადარო, რომელ ბრილიანტს?
შენი სადარი ვერ ვნახე თვლებში…

ვერც მზის სხივს ვადრი
შენი სითბოს კვალს,
ვერც სამყაროში უთბილეს ადგილს
ვერცერთი სიტყვა, ვერცერთი ძალა
უშენობის ჟამს ვერ გახდის ადვილს…

უფალს ვთხოვ, ძლიერ ჩაგიკრას გულში,
როგორც შენს შვილებს გვიკრავდი მარად
არცერთი ცრემლი, არცერთი გლოვა
არასდროს კმარა!… არასდროს კმარა !

“გიყვარდეთ, გწამდეთ” ამბობდი მუდამ,
ერთურთის ფასს და გრძნობას ვსწავლობდით…
თუმცა კი ამ დროს ჩვენო ძვირფასო
თავად შენ… ჩუმად, როგორ წვალობდი…

ვისწავლით ვფიცავთ! როდისმე, ალბათ
რაც შენს გულს უნდა, რაც შენს სულს სწამდა ,
მაგრამ იცოდე, რომ შენ იყავი,
რაც საქართველოს ერთ მუშტად კრავდა.

ს. ჩიტაძე

უწმინდესი

ავტორი: ზმნა

03/20/2026