Logo

საზოგადოება

"მაიძულეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე..." - რა შეემთხვა ირაკლი ლომაიას ეგვიპტის საზღვარზე

"მაიძულეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე..." - რა შეემთხვა ირაკლი ლომაიას ეგვიპტის საზღვარზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ირაკლი ლომაია, რომელიც საზოგადოებამ პარაფსიქოლოგობით გაიცნო, დედასთან ერთად იერუსალიმში მოგზაურობდა. იცით, რომ ისრაელმა ირანის დაბომბვა დაიწყო. არის საპასუხო იერიშები. მოსახლეობა თავს თავშესაფრებს აფარებს.

ირაკლი ლომაია

ლომაია ფეისბუქზე წერს, რომ ისრაელში მოგზაურობა შეწყვიტა და ეგვიპტეში გადავიდნენ.

"ღმერთის წყალობით, ეგვიპტეში მშვიდობით შემოვედით. ახლა შარმ ელ-შეიხის აეროპორტში მივდივართ, რათა იქიდან ვიპოვოთ ფრენა საქართველოში დაბრუნებისთვის.

სამწუხაროდ, აქ კიდევ ერთ პრობლემას შევეჯახეთ, საზღვარზე ჩამომართვეს ახალი დრონი, რომელშიც 4000 დოლარი მაქვს გადახდილი. მიუხედავად ჩემი პროტესტისა და განმარტებებისა, არანაირად არ დამრთეს მისი გატანის ნება. მითხრეს, რომ თუ დრონის დაბრუნება მინდა, უნდა დავბრუნდე ისრაელში და იქ დამიბრუნებენ.

მათ მაიძულეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომლის შინაარსიც იყო თითქოს მე საკუთარი ნებით ვაბარებ დრონს ეგვიპტის არმიას. ვთხოვე, რომ მოეცათ იმ დოკუმენტის ასლი, რომელსაც ხელს ვაწერდი, თუმცა კატეგორიულად მითხრეს უარი და არ მომცეს არც ერთი ქაღალდი. ვცადე დოკუმენტისთვის მალულად ფოტო გადამეღო, მაგრამ დამინახეს და წამაშლევინეს.

მოკლედ, რომ შემოვეშვით ეგვიპტეში, შედეგად, იძულებული გავხდი დამეტოვებინა 4000 დოლარის ღირებულების სრულიად ახალი დრონი და გამეგრძელებინა გზა მის გარეშე" - წერს ირაკლი ლომაია ფეისბუქზე.

ავტორი: ზმნა

02/28/2026