Logo

ბიზნეს ამბები

მაიკლ ბლუმბერგი თუ ვლადიმერ პუტინი? - ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი?

მაიკლ ბლუმბერგი თუ ვლადიმერ პუტინი? - ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პოლიტიკოსების ქონების შეფასება და მათ შორის უმდიდრესის გამოვლენა, მარტივი საქმე არ არის.

თუ დემოკრატიულ ქვეყნებში მილიარდერი პოლიტიკოსების ქონება ხშირად დათვლილია საჯარო აქტივების მიხედვით (მაგალითად, Forbes-ის რეიტინგებში), ავტორიტარული რეჟიმების ლიდერების შემთხვევაში, ქონება ოფიციალურად არ ქვეყნდება და შეფასებები მხოლოდ ჟურნალისტურ გამოძიებებსა და ექსპერტულ ანალიზს ემყარება.

სწორედ ამიტომ არსებობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსების ორი განსხვავებული რეიტინგი.

Forbes Real-Time-ის მონაცემებზე დაყრდნობით, უმდიდრესი პოლიტიკოსების სიას ნიუ-იორკის ყოფილი მერი და პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგი ლიდერობს.

მაიკლ ბლუმბერგი

ბლუმბერგის ქონება დაახლოებით 100-110 მილიარდი დოლარია და მისი ძირითადი წყარო Bloomberg L.P. — ფინანსური მონაცემების გლობალური პლატფორმაა.

სიაში საპატიო მეორე ადგილს დონალდ ტრამპი იკავებს დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით.

შემდეგია ანდრეი ბაბიში დაახლოებით 4–5 მილიარდი დოლარით.

ქართველი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი 2-3 მილიარდი დოლარით, სიაში მე-4 ნომერია.

ხოლო მეხუთე ადგილს ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თაქსინ შინავატრა იკავებს დაახლოებით 1–2 მილიარდი დოლარით.

ასე გამოიყურება მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსების ოფიციალური რეიტინგი.

თუმცა ეს მხოლოდ სურათის ერთი ნაწილია. არსებობს კიდევ ერთი რეიტინგი, რომელიც სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს და რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი საერთოდაც სხვა ადამიანია.

სიაში ქვეყნების ის ლიდერები შედიან, რომელთა ქონებაც ოფიციალურად არ არის გამჭვირვალე.

Yahoo Finance-ის მონაცემებით ამ სიის პირველი ნომერი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინის ქონება ამ მომენტისთვის 200 მლრდ დოლარს უტოლდება და სწორედ ამ მონაცემებით რეიტინგის სათავეში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პუტინის ქონება მეორე ადგილზე მყოფ ლუკაშენკოს ქონებას 22-ჯერ, ხოლო ტრამპის ქონებას - 27-ჯერ აღემატება.

პიტინი ტრამპი ლუკაშენკო

ამ სიის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსების ათეული ასე გამოიყურება:

  • ვლადიმერ პუტინი (რუსეთი) – 200 მლრდ დოლარი;
  • ალექსანდრე ლუკაშენკო (ბელარუსი) – 9 მლრდ დოლარი;
  • დონალდ ტრამპი (აშშ) – 7.2 მლრდ დოლარი;
  • კიმ ჩენ ინი (ჩრდ. კორეა) - 5 მლრდ დოლარი;
  • სი ძინპინი (ჩინეთი) - 1,5 მლრდ დოლარი;
  • თეოდორო ობიანგ ნგუემა (ეკვატორული გვინეა) - 600 მლნ დოლარი
  • პოლ კაგამე (რუანდა) - 500 მლნ დოლარი;
  • რეჯიპ ტაიპ ერდოღანი (თურქეთი) - 500 მლნ დოლარი;
  • ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანი) - 500 მლნ დოლარი;
  • სირილ რამაპოსა - (სამხ. აფრიკა) - 450 მლნ დოლარი.

ამგვარად, ერთი რეიტინგი ეფუძნება საჯაროდ დათვლად აქტივებს, მეორე კი გავლენასა და არაპირდაპირ ეკონომიკურ რესურსებზე გაკეთებულ შეფასებებს.

ქქქქქქქქქ

ასე რომ,თუ თუ მხოლოდ საჯარო ფინანსურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ფიგურა მაიკლ ბლუმბერგია, ხოლო თუ არაოფიციალურ, თუმცა ავტორიტეტული ფინანსური წყაროების შეფასებებს, დავეთანხმებით, მაშინ მსოფლიოს უმდიდრეს პოლიტიკოსად ვლადიმერ პუტინი უნდა მივიჩნიოთ.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მივიჩნევთ სიმდიდრედ, საჯაროდ დათვლილ მილიარდებს თუ ძალაუფლებასთან დაკავშირებულ გავლენებსა და გასიდუმლოებულ ქონებას.

ავტორი: ზმნა

03/04/2026

ბლუმბერგიმდიდარიპოლიტიკოსიპუტინირეიტინგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024