Logo

"მაკა ანჯაფარიძის როლმა შემცვალა" - ნინო კასრაძე

"მაკა ანჯაფარიძის როლმა შემცვალა" - ნინო კასრაძე

11/13/2025

ტექსტის ზომა

მსახიობი ნინო კასრაძე, რომელმაც პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ კულტურის მინისტრის, მაკა ანჯაფარიძის დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ამბობს, რომ ანჯაფარიძის გმირმა, მის პიროვნებაში ბევრი რამ შეცვალა.

„ჩვენ ჩვენს რაღაც თვისებებს, საკუთარ თავს გამოვხატავთ ხოლმე სხვადასხვა როლებში. მაგრამ მაკა ანჯაფარიძის გმირმა, პირიქით, აქეთ შემცვალა. რაღაცები აქეთ შეცვალა ჩემში ამ როლმა. მან საკუთარ თავში დარწმუნება და გაბედულება მომცა და ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო.

მე იმას ვერ გავბედავდი რაც მან გაბედა. ის იყო უფრო თავისუფალი და ძლიერი ქალი. ამან ჩემზე რაღაცნაირად იმოქმედა,“ - განაცხადა მსახიობმა გადაცემაში „პირველი სტუდია“.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მაკა ანჯაფარიძემსახიობინინო კასრაძეროლი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026