Logo

"მახინჯი სულის პატრონები ხართ, სხვა არაფერი!!!" - ვის მიმართავს ნინი ქარსელაძე

"მახინჯი სულის პატრონები ხართ, სხვა არაფერი!!!" - ვის მიმართავს ნინი ქარსელაძე

02/13/2026

ტექსტის ზომა

ნინი ქარსელაძე, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის გულისტკივილს იმ ადამიანების მიმართ გამოხატავს, ვინც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამო, წყენას, ვინმეს გარდაცვალების დროსაც კი არ ივიწყებს.

ნინი ქარსელაძე: რა ხდება? ღმერთმა ზურგი აქცია საქართველოს? ხალხის სიბოროტის ყურებას ვეღარ გაუძლო და მგონი მიგვატოვა.

რომელ ადამიანობაზე, სიკეთეზე და სიყვარულზეა საუბარი?!! ადამიანებს სიკვდილსაც კი არ აცდით. მიცვალებულებს არ ინდობთ...

რა ხალხი ხართ? სად წავიდა ჩვენი წესები, პრინციპები, ღირებულებები? ნუთუ არც ოჯახი გყავთ, არც საყვარელი ადამიანი? როგორ შეიძლება რომ თქვენში რაიმე ადამიანური იყოს და ამას აკეთებდეთ? ღვარძლმა და სიძულვილმა ისე შეგჭამათ, დაგაბრმავათ, რომ მიცვალებულსაც ხომ არ ასვენებთ და იმის დამტირებელსაც იქვე იმეტებთ უარესისთვის!

მახინჯი სულის პატრონები ხართ, სხვა არაფერი!!!

ღმერთო, გთხოვ, არ მიგვტოვო!!! საქართველო ვერ გახდება ქვეყანა, სადაც ქართველები ერთმანეთს სიკვდილს უსურვებენ!!!

ნინი ქარსელაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026