Logo

"მამა გაბრიელი ბიძაჩემია-მეთქი და... მთელი მონტენეგრო ხელით შეხებას ცდილობს" - თინა ხიდაშელი

"მამა გაბრიელი ბიძაჩემია-მეთქი და... მთელი მონტენეგრო ხელით შეხებას ცდილობს" - თინა ხიდაშელი

11/16/2025

ტექსტის ზომა

ქართველი პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი მამა გაბრიელის ახლო ნათესავია. გაბრიელ ურგებაძე თინას მამას ბიძაშვილად ერგებოდა.

თინა 40 დღის იყო, როცა მოინათლა და ნათლობის ცერემონია სწორედ მამა გაბრიელმა ჩაატარა.

ახლახან თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში საოცრად ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ მონტენეგროში, ერთ-ერთ ტაძარში მან მამა გაბრიელის ხატი აღმოაჩინა.

მამა გაბრიელის ხატი

„ამ თემით არასოდეს მისარგებლია! არასოდეს ვიკადრებ, უბრალოდ ისეთ შოკში ჩავვარდი უნდა გაგიზიაროთ!

მონტენეგროში ვარ! ვისაც ევროპისკენ გზა გაეხსნა და დახმარება ჭირდება გვერდში ვუდგავარ! ჰოდა აქვე მშვენიერი პატარა მონასტერია და შევისეირნე შესვენებაზე გუშინ.

ზღურბლზე გადაბიჯებული არ მქონდა გავშეშდი. მამა გაბრიელის ხატია პირველი რასაც დაინახავთ როგორც კი შედიხართ!

მამა გაბრიელი

თვალებს არ დავუჯერე, ძალიან ახლოს მივედი, წასაკითხად და როგორც ჩანს ისე ახლოს მივედი იქვე მდგომი მამაო შეწუხდა და მოვიდა, რას აკეთებო. ჰოდა თავზე ისე წამომადგა გული გამოსკდა და ბიძაჩემია შოკში ვარ მეთქი.

ჰოდა კარგად გამომკითხა ყველაფერი და აგერ მთელი დღეა იმის მერე მთელი ქალაქი ისე მესალმება ასე მგონია ხელის შეხებას ცდილობენ.

ასეთ ამბავში ვარ,“ - დაწერა თინა ხიდაშელმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026