Logo

რელიგია

"მამა გაბრიელმა რა მაგრად განმიმარტა, იცით, რატომ არ შეიძლება განკითხვა?" - მალხაზ ჯინორია

"მამა გაბრიელმა რა მაგრად განმიმარტა, იცით, რატომ არ შეიძლება განკითხვა?" - მალხაზ ჯინორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

აღმსარებლისა და სალოსის წმინდა მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია, ჩვენი დროის უდიდესი წმინდა მამის მიერ, მისთვის ნათქვამ ჭეშმარიტებებს იხსენებს...

მალხაზ ჯინორია: მამა გაბრიელი იყო საოცრება. აზრებს ხომ კითხულობდა. ამბობდა, თავმდაბლობაა ყველაფერი. თუ თავმდაბლობა გაქვს, ყველაფერი გაქვს, თუ ის არ გაქვს, არაფერი არ გაქვსო.

თუ თავმდაბლობა გაქვს, სიყვარულიც გაქვს. თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო.

სიყვარული, იცი, რა არის? თავის გაწირვა თუ შეგიძლია, ეს არის. თუ არ შეგიძლია, ეს არ არის სიყვარულიო.

მოყვასისთვის თავის დადებაა უღრან ტყეს თუ გაივლი, სადაც იცი, რომ მგლებია და შეიძლება შეგჭამონ, მაგრამ მზად ხარ, მაინც წახვიდე და მოყვასს წამალი მოუტანოო.

მამა გაბრიელმა რა მაგრად განმიმარტა იცით, რატომ არ შეიძლება განკითხვა:

ადამიანი იცი, ცოდვით რატომ ეცემა? ღმერთმა მისი სიბინძურე რომ დაანახოს, მერე შეაზიზღოს, ბოლოს კი ამოიყვანოს ამ სიბინძურიდან და საბოლოოდ სინანულში მყოფი განიწმინდოსო. ეს ღმერთს უნდა და ამ დროს, შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო...

***

წმინდა მამები ამბობენ: განკითხვის დღეს უფალი საბაბს მოძებნის, რომ ადამიანი გადაარჩინოს. ადამიანი ოთხი სახის მდგომარეობით გასამართლდება: 1. როცა სიკეთე აღემატება ბოროტებას, ღვთის სამართლით, ადამიანი შედის სასუფეველში. 2. როცა სიკეთე და ბოროტება თანაბარია, ადამიანი ღვთის მადლით შედის სასუფეველში. როცა ბოროტება აღემატება, მაშინ ღვთის წყალობით შედის ადამიანი სასუფეველშიო. თუ ბოროტება სიკეთეს ბევრად სჭარბობს, უფლის სამართლიანობით, მიდი ადამიანი ჯოჯოხეთში.

ავტორი: ზმნა

02/05/2026