ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს 8 წლის განმავლობაში ეძებდა, საკუთარ უცნაურ და დაუჯერებელ ამბებს საზოგადოებას გულახდილად უამბობს.
გადაცემაში „პირველი სტუდია“ ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ახლად აღმოჩენილ მამაზე, მასთან ურთიერთობაზე და პირველი შეხვედრის ემოციებზე.
„მამა იყო სრულ შოკში, როცა გაიგო ჩემი არსებობის შესახებ. თავიდან ისრები კი იყო მამისკენ, რომ ქალი შეაცდინა, დააორსულა და მიატოვა, მაგრამ ეს ამბავი ასე არ ყოფილა. მამამ ისიც არ იცოდა, რომ ჩემო ბიოლოგიური დედა ორსულად იყო.
ეს ინფორმაცია ორივე მხარემ დამიდასტურა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მართალია.
ჩემ შესახებ მამას პირველად ჩემმა ძმამ (ანუ მისმა ვაჟმა) უთხრა. მამამ ფეისბუქზე მომწერა -„ რაღაცები გავიგე და ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.“
ეს კიდევ ცალკე ფენომენია, რომ ფეისბუქზე მყავდა მამა მეგობრებში, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მამა იყო და არც თვითონ იცოდა, რომ შვილი ვიყავი.
დედას ვათქმევინე მამის ვინაობა. ჯერ სხვა სახელებს და გვარებს მეუბნებოდა, მაგრამ მერე მითხრა ვინ იყო მამაჩემი.
ფეისბუქზე რომ ჩავწერე სახელი და გვარი, მოულოდნელად მეგობრებში ამომივიდა.
მისი შვილებისთვის, ჩემი და-ძმისთვის არ იყო ადვილი იმ დის მიღება, რომელიც გაჩენილია მაშინ, როცა მამაშენს უკვე დედა ჰყავდა...მაგრამ ისინი ძალიან კარგად შემხვდნენ.
შეხვედრისას, როცა ზუგდიდში ჩავედით, მე და მამას თითქმის არ გვისაუბრია. უხერხულად ვიჯექი და არ ვიცოდი რა უნდა მელაპარაკა უცხო კაცთან, რომელიც მამაჩემი იყო. მეორე დღეს, სახლი სანათესავოსგან რომ დაიცალა და მარტო დავრჩით, მერე იყო ძალიან დიდი ემოცია,“ - იხსენებს თამუნა მუსერიძე.
11/24/2025