Logo

"მამა მეუბნებოდა, რომ მეგრელს არ უნდა გავყოლოდი ცოლად, რადგან..." - თამუნა მუსერიძე თავის ცხოვრებაზე

"მამა მეუბნებოდა, რომ მეგრელს არ უნდა გავყოლოდი ცოლად, რადგან..." - თამუნა მუსერიძე თავის ცხოვრებაზე

11/24/2025

ტექსტის ზომა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა, საკუთარი მეგრული წარმოშობის შესახებ ხშირად ხუმრობს.

თამუნა იხსენებს, რომ მეგრელების მიმართ განსაკუთრებული, არც თუ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა და თავის უფროს შვილს (რომელიც მეგრელია), ხშირად ეხუმრებოდა ამ თემაზე.

„ახლა ჩემი უფროსი შვილი ძალიან მეღადავება და დამცინის, იმიტომ, რომ ის მეგრელია და სულ ვეხუმრებოდი - აი, შე მეგრელო, შე მეგრელო მეთქი... ახლა რომ გაიგო, თურმე მეც მეგრელი ვყოფილვარ, დამცინის - აბა, ახლა "იღადავე" მეგრელებზეო.

მეგრელების მიმართ მქონდა სხვანაირი დამოკიდებულება. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ მეგრელს არ უნდა გავყოლოდი ცოლად, რადგან მეგრელები არიან ცუდი კაცები.

სინამდვილეში ამას იმიტომ მეუბნებოდა თურმე, რომ ნათესავთან არ მქონოდა ურთიერთობა.

ამიტომაც მქონდა ასეთი დამოკიდებულება მეგრელების მიმართ. სამეგრელოში ნამყოფი არ ვიყავი, პირდაპირ მამასთან ჩავედი,“ - თქვა თამუნა მუსერიძე გადაცემაში "პირველი სტუდია."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თამუნა მუსერიძემამამეგრელიხუმრობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026