Logo

" მამა პეტრე კოლხი პატრიარქმა გაზარდა..." - რას ფაქტს იხსენებს მამა თეიმურაზ თათარაშვილი

" მამა პეტრე კოლხი პატრიარქმა გაზარდა..." - რას ფაქტს იხსენებს მამა თეიმურაზ თათარაშვილი

03/20/2026

ტექსტის ზომა

მამა თეიმურაზ თათარაშვილმა, რომლის პატრიარქის სავარძელთან გადაღებული ფოტოც, უკანასკნელი დღეების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ კადრად იქცა, zmna.ge-სთან ინტერვიუში, პატრიარქისა და ემიგრაციაში მყოფი მოძღვრის, პეტრე კოლხის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა პეტრე პატრიარქის გაზრდილი იყო.
" მამა პეტრე კოლხი პატრიარქმა გაზარდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
მამა პეტრემ გააკეთა ის, რასაც ბევრი სასულიერო პირი ვერ გააკეთებდა. უამრავი წიგნი, მათ შორის, ლექსები პატრიარქზე, შეკრიბა და მათ ერთად შეადგინეს ანთოლოგია, რომელსაც ჰქვია "მოსე ქართველი".

მახსოვს, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, პატრიარქმა ჰკითხა: შენ ხომ ისევ წერ ლექსებს? არ დავინახო, რომ მღვდლობის დროს გაჩერდე და ლექსები აღარ წეროო.
პეტრეში პატრიარქი შემოქმედის ფენომენს აღვივებდა. უნდოდა, რომ ის კრეატიული ყოფილიყო და უფრო მეტი დაეწერა. თუმცა როგორც ყოველ მეორე სასულიერო პირს, მასაც უკვე აღარ შეეძლო უწმინდესთან ურთიერთობა ჰქონოდა და ეთქვა მისთვის ის, რაც უნდოდა, ალბათ, რომ ეთქვა," - თქვა მამა თეიმურაზმა "ზმნასთან".

ვრცლად ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე -

"ზოგმა მსახიობიც დამარქვა. ღმერთმა იცოდეს, ვინ რა გულით გამოიტირა პატრიარქი" - მამა თეიმურაზ თათარაშვილის ინტერვიუ

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მამა თეიმურაზიმოგონებაპატრიარქიპეტრე კოლხი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026