Logo

კულტურა

"მამაჩემის კატეგორიული მოთხოვნა იყო, ლეილა უნდა მოიყვანო ცოლადო" - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

"მამაჩემის კატეგორიული მოთხოვნა იყო, ლეილა უნდა მოიყვანო ცოლადო" - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს სამეფო სახლს 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა. იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მიხეილ თუმანიშვილის გამორჩეული მოწაფე. 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

რამდენიმე წლის წინ, გადაცემაში "სხვა მხარე", ლეილა ყიფიანთან ერთად, მეუღლესთან გაცნობაზე და დაქორწინებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი: მე დავამთავრე 51-ე სკოლა. ეს სკოლა ლეილას სახლის გვერდით იყო. ამიტომ ლეილა ჩვენი სკოლის წინ ხშირად დადიოდა. უკვე გამოსული იყო ფილმი "მე ვხედავ მზეს". ბიჭები ველოდით მის გამოჩენას. პატივი და ბედნიერება იყო, როცა ლეილას ვხედავდით. ვესალმეობოდით და ის გაოცებული გვიყურებდა, მაგრამ გვიღიმოდა.

ლეილა ყიფიანი

ლეილა ყიფიანი: "ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთ სინჯზე რომ მივედი, ნუგზარი იქ დამხვდა. ჩვენ უკვე ვმეგობროდით. და მერე მოგვიანებით, 1971 წელს ვიქორწინეთ.

ნუგზარი: ფილმის გამოსვლიდან სადღაც ერთი წლის შემდეგ. "ღიმილის ბიჭები" რომ გამოვიდა, ჩვენ მაშინ უკვე ოფიციალურად ვარშიყობდით.

სხვათა შორის, მამაჩემის კატეგორიული მოთხოვნა იყო, ლეილა უნდა მოიყვანო ცოლადო. ლეილა მცხეთაში მყავდა წაყვანილი, მშობლებთან. უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი გვყავდა, რომელიც მხოლოდ მე და მამას გვიკარებდა. უცებ მამაჩემს სახე გაუფითრდა. დაინახა, რომ ლეილა ძაღლთა არის შესული და ეფერება. ძაღლი გაოგნებული უყურებს, "რა გამიბედაო." ვერავინ ეკარებოდა. მაგრამ წაუწვა და ლეილა ეფერებოდა. მამაჩემმა თქვა, ეს ჩემი რძალია, რახან ველურმა ნაგაზმა მიიღოო...

ლეილა ყიფიანი

ავტორი: ზმნა

03/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024