სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიდხანს ითვლებოდა, რომ ჩასახვისა და ორსულობის დროს, ნაყოფის ჯანმრთელობაზე მთავარი პასუხისმგებლობა, ქალს ეკისრებოდა. მისი კვება, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა განსაზღვრავდა მომავალი ბავშვის მდგომარეობას. თუმცა ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Human Reproduction-ში გამოქვეყნდა, ამ წარმოდგენას ნაწილობრივ ცვლის.
კვლევამ დაადასტურა, რომ მამაკაცის ყოველდღიური კვებაც ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორიც ქალის და ის ჩასახვასა და ემბრიონის განვითარებაზე პირდაპირ აისახება.
პრობლემა კი ყოველდღიურ მენიუში იმალება მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ ე.წ. ულტრადამუშავებულ საკვებზე, პროდუქტებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა - გაზიანი სასმელები, ჩიფსები, ტკბილეული, სწრაფი კვება და ნახევარფაბრიკატები.

საფრთხე მხოლოდ „კალორიებში“ არ არის. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტები შეიცავს ჭარბ შაქარსა და მარილს, ტრანსცხიმებს, ხელოვნურ დანამატებსა და ემულგატორებს...
ეს კომპონენტები უკვე დიდი ხანია უკავშირდება ქრონიკულ დაავადებებს, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მათი გავლენა რეპროდუქციაზეც ვრცელდება.
ნიდერლანდების ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ასობით წყვილის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ მამაკაცებში ასეთი საკვების ხშირი მოხმარება ამცირებს განაყოფიერების ალბათობას და ზრდის ჩასახვისთვის საჭირო დროს. ეს იმით აიხსნება, რომ სპერმა განსაკუთრებით მგრძნობიარეა კვების ხარისხის მიმართ.

კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩასახვა მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობა აღარ არის. მამაკაცის კვება, ცხოვრების წესი და ზოგადი ჯანმრთელობა. პირდაპირ მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც მომავალი სიცოცხლის შექმნას უკავშირდება. სპეციალისტები მომავალ მამებს ურჩევენ მაქსიმალურად შეამცირონ ულტრადამუშავებული საკვები და უპირატესობა ბუნებრივ და ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებს მიანიჭონ.
03/27/2026