საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ავადმყოფობის შემდეგ, 56 წლის ასაკში Rooms Hotels-ისა და Adjara Group-ის დამფუძნებელი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით მეგობრები ავრცელებენ.
მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ ბიზნესმენი საზღვარგარეთ მკურნალობდა.
თემურ უგულავას სახელს უკავშირდება Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნეს-ობიექტები საქართველოში.
ის ასევე ფლობდა გემბლინგ კომპანია „აჭარაბეთსაც“, რომელიც 2019 წელს გაყიდა.
ცნობილი სახეები მწუხარებას გამოთქვამენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესმენის გარდაცვალების გამო და ფეისბუქზე პოსტებს აქვეყნებენ.

გიორგი გიგაშვილი: როგორ შეიძლება "ბიზნესმენზე” ვინმე ცუდს არ ამბობდეს.
და მართლა არაფერი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ მსმენია თემურზე.
ხოდა, ,,Adjara Group”, ,,Stamba” და ,,Rooms” საქართველოსთვის რას ნიშნავს, რა კონტექსტი მიეცა ქვეყანას, ამაზე საუბარსაც კი არ დავიწყებ.
ძალიან მეწყინა.
ნინო დარასელი: მისი გარდაცვალება არასდროს დამიშვია, არც არასდროს წარმომედგინა, მაგრამ ის კი მიფიქრია, რომ სანამ ის იყო, არც ჩვენ მოვკვდებოდით და არც ქვეყანა, იმიტომ რომ თემური გადაგვარჩენდა :-(
აწი არ ვიცი, რა იქნება, ვიცი, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე :-( მომავალი გამიბუნდოვანდა :-(
მართლა მგონია, რომ ჩვენი მთავარი პატრონი და იმედი წავიდა :-(
ჩვენი თანამედროვე, დიდი ქართველი :-(
ჩემი, ჩვენი ყველასი და ქვეყნის მთავარი ძმაკაცი...
ეხლა არ ვიცი, ვინ გადაგვარჩენს :-(
რაღაც ძალიან დიდი დასრულდა.

გოგოლა კალანდაძე: უმაგრესი კაცი დააკლდა ქალაქს. ძალიან მიყვარხარ, მადლობა ყველაფრისთვის.
ია ფარულავა: დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა...
იშვიათად იბადებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას ქმნიან, არამედ მთელი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და მომავალს ცვლიან.
მან შექმნა ადგილები, იდეები და სტანდარტები, რომლებმაც ჩვენი ქალაქი და საქართველო სხვა დონეზე აიყვანა.
მისი კვალი დარჩება იმ ყველაფერში, რაც შექმნა და იმ ადამიანებში, ვისაც შთააგონა.
ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ქეთათო პოპიაშვილი: განისვენე მშვიდად, შენი კეთილი საქმეები აცოცხლებენ შენს სახელს ყველაზე მაგარო კაცო. აქ დარჩენილებს კი მოუწევთ გარჯა, რომ მოახერხონ იმის მიზერული პროცენტის გაკეთება, რაც შენ შემატე ჩვნს ქალაქს, რასაც შეეხე, ქუულ და სთაილიშ გახადე, აზრი შესძინე, მადლობა და დიდი პატივისცემა შენ.
ნატო დუმბაძე: ქვეყანაშია ფერები მუქი. საქართველოს დააკლდა ერის კაცი, რომელსაც უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა!
უფალმა ნათელში ამყოფოს.
ვუთანაგრძნობ ოჯახს, ახლობლებს. თუმურ უგულავა - მართლაც რომ უდიდესი დანაკარგია მთელი საქართველოსთვის.
გურამ ბაღდოშვილი: ქვეყანას დიდი შემოქმედი დააკლდა.
ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შემოიტანა ჩვენს ინდუსტიაში და შექმნა ეპოკა.
რომლითაც ვამაყობდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით დაახლოებული.
სულ ვამაყობდი შენით, თემურ. ნათელი, სასუფეველი შენს სულს.
ვუსამძიმრებ ოჯახს და დიდ "აჭარა ოჯახს".
06/22/2026