Logo

კულტურა

"მანჰეტენზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რუსთაველზე ვარ. მთელი სამეზობლო მიცნობს აქაც" - ხათუნა იოსელიანი იუბილარია

"მანჰეტენზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რუსთაველზე ვარ. მთელი სამეზობლო მიცნობს აქაც" - ხათუნა იოსელიანი იუბილარია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხათუნა იოსელიანი იუბილარია. მსახიობი 82 წლის გახდა.

20 წელია ამერიკაში ცხოვრობს, მანჰეტენზე. აცოცხლებს და ასულდგმულებს ის ფაქტი, რომ ქართველ ბავშვებს, უცხო მიწაზე, მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებას ასწავლის.

ნოსტალგია მოაწვება თუ არა, მაშინვე სამშობლოში ჩამოდის. ამის შესაძლებლობაც დიდი ბედნიერებაა მისთვის.

ხათუნა იოსელიანი

პანდემია გადავლილი იყო რომ ჩავწერე. მაშინ მითხრა:

"ყველას თავისი ამერიკა აქვს. მე ჩემი ამერიკა მაბედნიერებს, მახარებს და ჩემზე ზრუნავს. ამერიკის მოქალაქე ვარ და შესაბამისად, ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა მეიმედება, რადგან ამ ხნის მანძილზე, არც ერთხელ მარტო არ დავუტოვებივარ ჩემს პრობლემებთან. ამიტომ ძალიან მიყვარს ამერიკა. არც მეგონა, ამერიკაში ბინას თუ მომცემდნენ. გამართლებაა, ეტყობა, ჩემი ვიზუალის გამართლება."

უკვე მეთორმეტე წელია მანჰეტენზე ცხოვრობს. ბრაიტონზე ცხორებისას, ამ სიცოცხლით სავსე ადგილზე თვალი ედგა. გაუმართლა! საბუთები შეავსო და...

ხათუნა იოსელიანი: 2014 წელს გადმოვბარგდი მანჰეტენზე. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ბინა ჩემი იქნება. 

მანჰეტენი ჩემი მეორე სახლია და საოცარია, მაგრამ აი, მართლა ისეთივე შეგრძნება მეუფლება, როგორც მანდ, რუსთაველზე ცხოვრებისას და გარეთ გამოსვლის დროს მქონდა. მთელი სამეზობლო მიცნობს აქაც. ჩემი გაკეთებული ჩურჩხელა და გოზინაყიც კი აქვთ გასინჯული. მთელი მიკროუბანი, ჩვენი კარგი ეზო და ეს ქალაქი მაცოცხლებს. 

მონატრებისთანავე ბილეთს ვიღებ და სახლში მოვფრინავ. აქ სულ მენატრება ჩემი თბილისი, ოღონდ, "ჩემი თბილისი" და არა ის, როგორიც ახლაა. ჩემს ქვეყანას არაფერი შეედრება, სულით ხორცამდე ქართველი, თბილისელი ვარ... 

ხათუნა იოსელიანი

ავტორი: თამარ გონგაძე

01/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024