Logo

"მაპატიე, ჩემო უწმინდესო, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი" - არქიდიაკონი დემეტრე გაოცებას ვერ მალავს

"მაპატიე, ჩემო უწმინდესო, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი" - არქიდიაკონი დემეტრე გაოცებას ვერ მალავს

03/20/2026

ტექსტის ზომა

არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი თავის გაოცებას ვერ მალავს და პირველი არხის სატელევიზიო ეთერით ჰყვება ფაქტებს, რასაც ამ დღეების განმავლობაში სამების ტაძარში ხედავს.

"გუშინ საოცარი რამ მოხდა, დამიძახეს და მითხრეს, რომ 88 წლის ქალი საგანგებოდ იყო უდედან, ჯავახეთის უკიდურესი სოფლიდან ჩამოსული. არ დაგვავიწყდეს და კათოლიკური სოფელია. სამწუხაროდ, სახელი ვერ ვკითხე. ბედნიერი იყო, ლოცვას უთვლიდა უწმინდესს. ბედნიერი იყო, რომ ჩამოვიდა, რომ ნახა ეს ღვაწლმოსილი ადამიანი.

შემოდიან ახალგაზრდები და ვაკვირდები მათი სახის გამომეტყველებას. ყველა თვალცრემლიანია, უკლებლივ ყველა. ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი პატრიარქობის დროს დაიბადნენ და რომელთაც მხოლოდ ტელევიზორით უნახავს უწმინდესი, ან ტაძარში შორიდან, ამბიონზე. პირჯვარს ისახავენ, ქედს იდრეკენ, ცრემლებს იწმენდენ.

მაპატიე, ჩემო უწმინდესო, ასე რომ ვამბობ, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ვიცოდი რომ ერს უყვარდა, ვიცოდი, რომ ხალხს უყვარდა, ვიცოდი, რომ მისი ლოცვის შემყურე იყო ყველა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ თუ ამდენ სიყვარულს, ამდენ ცრემლს ვნახავდი, ვერ წარმოვიდგენდი" - ამბობს არქიდიაკონი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026