საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დათი ქოქრაშვილი ყველას გახსოვთ. სკოლაში მიმავალი პატარა ბიჭი, შარტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ, ტროტუარზე მდგომს რომ მანქანა დაეჯახა... 2022 წლის 31 მარტის შემდეგ, რვა წლის ბიჭისა და მისი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მერე იყო რამდენიმე ოპერაცია ჯერ თბილისში, შემდეგ ისრაელში, დიდი ვნებათღელვა, რისკები, საზოგადოებისგან წამოსული ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერა, ლოცვა და სასწაულებრივად დაწყებული მეორე ცხოვრება. ახლა დათი ეტლში ზის და ამერიკაში გადის რეაბილიტაციას.

დათის დედა ქრიტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"გზავნილი პატარა ქრისტინას.
დატკბი შენი ლაღი და უდარდელი ბავშვობით… სანამ ასეთი ბედნიერი ხარ!რადგან წარმოდგენაც კი არ გაქვს, წინ რა გელოდება… რამდენი ტკივილი და ტანჯვა…
ნურაფრის შეგეშინდება! უფალი სულ შენს გვერდით არის და გმფარველობს. თავს მოუფრთხილდი და ისიამოვნე შენი ყველაზე ტკბილი წლებით!
მაპატიე, რომ ამდენი გატკინე" - წერს ქრისტინე.
01/24/2026