Logo

სასარგებლო რჩევები

მარილი - საფრთხე თუ სარგებელი

მარილი - საფრთხე თუ სარგებელი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება აქტიურად განიხილავს მარილის გამოყენების საკითხს.

თუ რამდენიმე წლის წინ მარილისგან მომდინარე საფრთხე ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი იყო, დღეს ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით, ჯანმრთელობაზე მარილის გავლენა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.

მარილი ის ნივთიერებაა, რომელიც გარდა იმისა, რომ პროდუქტს განსაკუთრებით აგემრიელებს, ასევე იმ აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანია.

პრობლემა კი იმაშია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 75 %, იმაზე მეტ მარილს იღებს, ვიდრე დაშვებულია.

რა სარგებელს და რა საფრთხეს შეიცავს მარილი და საჭიროა თუ არა მისი მიღების შეზღუდვა?

ამ კითხვებით zmna.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას დაუკავშირდა.

ლაშა უჩავა

რატომ შეიძლება მარილი გახდეს მავნებელი?

დღეს ბაზარზე მარილის მრავალი სახეობა არსებობს. მოხმარებაში გავრცელებულია წმინდად დაფქული სუფრის მარილი და მას რაფინირებულ მარილს ეძახიან.

მარილი სინამდვილეში თეთრი შეფერილობის არ არის მას მუქი ფერი აქვს და იმისათვის, რომ ის სახე მიიღოს, რა სახითაც მოვიხმართ, ქიმიურ დამუშავებას მოითხოვს. ქიმიური დამუშავებისას მარილს გარკვეული ქიმიური დანამატები ემატება, რომლებიც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებენ, რომ არაფერი ვთქვათ თავად ნატრიუმის ქლორიდზე, რომელიც არის მარილის შემადგენლობა.

მარილი

რატომ არის ცუდი ორგანიზმში ნატრიუმის ქლორიდის გადაჭარბებული რაოდენობა?

მარილს ბუნებრივ სიმლაშეს სწორედ ნატრიუმი აძლევს. ნატრიუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, ის ჩვენს ორგანიზმში წყლის ჰომეოსტაზში, შენარჩუნებას და ცვლაში იღებს მონაწილეობას. ასევე უჯრედულ დონეზე, ნატრიუმი უჯრედებში სხვადასხვა ნივთიერებების შეყვანასა და ბლოკირებაზე ახდენს გავლენას.

მაგრამ ამასთანავე ნატრიუმი იწვევს ორგანიზმში წყლის აბსორბციას, შეკავებას რამაც შესაძლოა გარკვეული დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს.

წყლის ცვლას ჩვენს ორგანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს პროცესი განაპირობებს მეტაბოლიზმის სიჩქარეს, ნივთიერებათა ცვლის პროცესის სწორად წარმართვას. გარდა ამისა, წყლის საშუალებით, შარდსასქესო გზით გამოიყოფა ტოქსინები და შლაკები, უარყოფითი ნივთიერებები, რომლებიც გროვდება ჩვენს ორგანიზმში.

არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომელთა მაპროვოცირებელიც შესაძლოა ორგანიზმში წყლის შეკავება გახდეს.

მარილი

პირველი, რასაც დიდი ოდენობით მარილი შეიძლება იწვევდეს, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. კარდიოლოგებს გაიდლაინებში პირველ რიგში უწერიათ, რომ დაუშვებელია დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის დროს, მაშინ როცა პაციენტს გადატანილია აქვს ინფარქტი, ინსულტი...

ნატრიუმი ორგანიზმში აკავებს წყალს, რის გამოც დიდი ოდენობით სითხე ხვდება სისხლძარღვებში. მას შეუძლია ჯანსაღი არტერიის დაზიანება, ან დაზიანებული სისხლძარღვების კიდევ უფრო გამოყვანა წყობიდან.

მარილი

რა რაოდენობის მარილის მიღებაა უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისათვის?

ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამის განმავლობაში გამოყენებული მარილის დოზა არის 5 გრამი. 5 გრამი ეს დაახლოებით1 ჩაის კოვზია.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მისაღებ რაოდენობაში, ის მზა პროდუქტებიც შედის, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ მარილს.

5 გრამი მიღებული მარილის საერთო რაოდენობა უნდა იყოს.

ავტორი: ზმნა

11/05/2025

ლაშა უჩავამარილირჩევებიჯანმრთელობა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024