Logo

მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენას თემურ ჩხეიძის სახელი მიენიჭა

მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენას თემურ ჩხეიძის სახელი მიენიჭა

01/15/2026

ტექსტის ზომა

ქართული თეატრის დღეს, მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენას თემურ ჩხეიძის სახელი მიენიჭა.

მარჯანიშვილის თეატრის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ:

"დიდი რეჟისორის, პედაგოგისა და მოაზროვნის, რომელმაც ქართული თეატრი ახალი სიღრმითა და ინტელექტუალური სიზუსტით გაამდიდრა.

ბატონი თემური გამორჩეული იყო , ადამიანების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით; მისი სპექტაკლები არა მხოლოდ სცენური მოვლენები, არამედ სულიერი გამოცდილება იყო მაყურებლისთვის.

მისი სიტყვა, ხედვა და ხელწერა დღესაც აგრძელებს ცხოვრებას მსახიობებში, მოსწავლეებში და იმ თეატრალურ სივრცეში, რომელიც მან საკუთარი ყოფნითა და შემოქმედებით ჩამოაყალიბა."

ვიდეო...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026