რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიდმარხვის პირველი კვირაა. მორწმუნენი დილა-საღამოს ლოცვის შემდეგ, დამატებით ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ. ეს ლოცვა განსაკუთრებით აძლიერებს მარხვაში მყოფ ადამიანს. უფალმა ყველას შეაძლებინოს და მიმადლოს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა.
იცით, რომ მარხვა სასარგებლოა როგორც სულისთვის, ისე - ხორცისთვის. მეტიც, ის მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
რატომ არის სასარგებლო ცხოველური საკვებისგან თავის შეკავება იმ გარკვეულ პერიოდებში, როდესაც მარხვაა დაწესებული?
ამ თემაზე, განათლებით იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ "ერთსულოვნების" ეთერში ისაუბრა.

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: ხორცი და ცხოველური წარმოშობის ცხიმები ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მაგრამ გარკვეული დოზებით. მუდმივად ამ პროდუქტებზე ყოფნა - მავნებელია. ორგანიზმში გვიგროვდება ის უარყოფითი, რომელსაც რძის პროდუქტები და ხორცეული შეიცავს. მით უმეტეს, დღევანდელი დაბინძურებული გარემოს პირობებში. მარხვა სწორედ ამ უარყოფითი პროდუქტისგან გასაწმენდად არის დადგენილი. უფალი ჩვენზე ზრუნავს, ისე აქვს მარხვის პერიოდები დაწესებული, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად.
სამედიცინო თვალსაზრისით, მარხვის დროს ორგანიზმის განწმენდა ხდება.
თუ სწორად ვიკვებებით, ვიტამინების მიღება მარხვის დროსაც ხდება.
დილით უზმოზე აუცილებლად უნდა დავლიოთ ერთი ჭიქა წყალი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, რომლის უმეტესი ნაწილი წყალს შეიცავს.
მერე მივირთმევთ ჩირების და თაფლის ნაზავს (რეცეპტი ამ ბმულზეა) ერთი სადილის კოვზით.
ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ მცირე რაოდენობით. ბევრი ნიგვზიანი კერძი არ არის კარგი. ფხლის - მაგალითად, ჭარლის ახალაზრდა ფოთლების და ისპანახის მომზადება შეგიძლიათ მაკარონთან ან ბრინჯთან ერთად და არაჩვეულებრივია. თუ მაინცდამაინც ნიგვზიანი გინდათ, ხუთი ლებანი გატარებული სახით შეურიეთ ისპანახიან მაკარონს, ან 10-15 ცალი ნუში.
მიიღეთ მცირე რაოდენობით შავი შოკოლადი - 20-25 გრამი დღეში, სასარგებლოა, ცილას შეიცავს. კაკაო სასარგებლო პროდუქტია და ამიტომაც არის შავი შოკოლადი სასარგებლო.
წვნიანები აუცილებელია. ბევრს არ უყვარს წვნიანი, შეგიძლიათ კრემსუპების მომზადება. სოკოს, გოგრის, ბროკოლის, ოსპის კრემსუპები...
არაჩვეულებრივი პროდუქტია წითელი ოსპი. ვხარშავ და მერე ვუმატებ ორეგანოს, ბაზილიკს, მოთუშულ ხახვს და ნიორს. გემრიელი გამოდის.
ავოკადო ამცირებს ცუდი ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ამ ყველაფერთან ერთად გვახსოვდეს, მნიშნელოვანია ის, რომ ნაყროვანებაში არ გადავიდეთ.

02/26/2026