Logo

საზოგადოება

"მარსზე გადაფრენისას, იმხელა გამოსხივებაში იმგზავრებენ, რომ იქამდე ჩასულ ადამიანებს, უკვე სიმსივნე ექნებათ" - გია დვალი

"მარსზე გადაფრენისას, იმხელა გამოსხივებაში იმგზავრებენ, რომ იქამდე ჩასულ ადამიანებს, უკვე სიმსივნე ექნებათ" - გია დვალი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გია დვალის ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეცნიერი "რადიო თავისუფლებაზე" საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის მიტროპოლიტთან, მალხაზ სონღულაშვილთან ერთად საუბრობდა - რწმენაზე, მეცნიერებაზე, სამყაროს მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტზე.

ფიზიკოსის მტკიცებით, სამყაროში მზის გაფართოება და მისგან დედამიწის ორბიტის შთანთქმა, გაურდავალია. კაცობრიობას კი, თავის გადასარჩენად, სხვა პლანეტაზე გადასახლება მოუწევს.

გია დვალი მიიჩნევს, რომ მზის გაფართოების საფრთხე რეალურია, თუმცა ჩვენ ჯერ ეს სათანადოდ გააზრებული არ გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ დედამიწის ალტერნატივის ძებნით ვიყოთ დაკავებული, ისევ ომები გვაქვს გაჩაღებული.

გია დვალი: ფილმებმა - სამეცნიერო ფანტასტიკამ ადამიანების დამოკიდებულება გახადა ისეთი, რომ თითქოს აქედან მეზობელ გალაქტიკაში გადაფრენას არაფერი უნდა. ვითომ წამების დონეზე დაფრინავენ. მეცნიერულმა პროგრესმა იმის განცდა შექმნა, რომ თითქოს ძალიან ადვილია დედამიწის ალტერნატივის მონახვა.

რა თქმა უნდა, გადასვლას ვაპირებთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გვაქვს გააზრებული, რამდენად კატასტროფულად რთულია ეს. ჯერჯერობით, დედამიწის ალტერნატივა, თანაფარდი არ გვაქვს მოძებნილი. ეს არის ჩვენი სახლი, აქ გვაქვს სახლი. გვგონია, რომ ძალიან ადვილია - ჩაჯდები და სადღაც გადაფრინდები. ვერსად ვერ გადაფრინდები. ვინც პირველები გადაფრინდებიან, დაიღუპებიან. ესენი იქნებიან შეწირული ხალხი, ვინც თავი შეწირა კოლონიზაციას.

მარსი რომ ავიღოთ, ან ვენერა; მათზე გადაფრენისას, იმხელა გამოსხივებით იმგზავრებენ, რომ იქამდე ჩასულ ადამიანთა დიდ პროცენტს, უკვე სიმსივნე ექნება. იმის გამო, რომ მთელი გზა გამოსხივებაში იქნებიან.

ჩვენ კიდე ვერ ვიაზრებთ, რამდენად დაცულები ვართ ამ დედამიწის მაგნიტური ველით, ატმოსფეროთი, მზის მაგნიტური ველით. ჩვენ ვართ სათბურში. როგორც კი გარეთ ცხვირს გაყოფ, იქ არის ჯოჯოხეთი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იქ მხოლოდ ცარიელი სივრცე კი არ არის?! ეს არის კატასტროფული გამოსხივება, რომელსაც არაფერი არ აჩერებს.

ეს არის ჰეროიკული ნაბიჯი, რომელიც იძულებით არის გამოწვეული. აუცილებლად იქნება მსხვერპლი. ამის გააზრება საჭიროა. ამ დროს სხვაგან ვართ. რა დროს ერთმანეთთან ომია. რა სიგიჟეა.

ინტერვიუ სრულად...

ავტორი: ზმნა

01/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024