Logo

"მარტი ერთადერთი თვეა, როდესაც ასკეზა ძლიერად მუშაობს" - ეზოთერიკოსის რჩევა

"მარტი ერთადერთი თვეა, როდესაც ასკეზა ძლიერად მუშაობს" - ეზოთერიკოსის რჩევა

03/05/2026

ტექსტის ზომა

"აუცილებლად აიღეთ ასკეზა მარტში" - გამომწერებს ურჩევს ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ მარტში შეგიძლიათ მოიშოროთ ის ნეგატივი, უარი თქვათ მავნე ჩვევაზე თუ უბრალოდ თქვენთვის არასასურველი რამეზე, რასაც აქამდე ვერ ერეოდით.

თამუნა იოსელიანი: მარტი არის ერთადერთი თვე, როდესაც ასკეზა განსაკუთრებულად ძლიერად მუშაობს - დაბნელებების დერეფნის გავლით. ეს ენერგია თქვენს განზრახვებს ათჯერ აძლიერებს.
მარტის ენერგია თითქოს „ცხენის სისწრაფით“ აჩქარებს მოვლენებს, თქვენი სურვილები ბევრად სწრაფად იწყებს რეალობაში გამოვლენას.
მარტი არის საბოლოო დახურვის წერტილი დაბნელებების დერეფნის ქალური ძალის, განახლებისა და ახალი ციკლის დასაწყისი.
აიღეთ ასკეზა თქვენი სურვილების დასაჩქარებლად; იმ სურვილის, რომელსაც წლებია გულში ატარებთ.
აირჩიეთ ერთი კონკრეტული სურვილი და დაწერეთ ფურცელზე:
„მე, (სახელი გვარი), ვიღებ ასკეზას (მიუთითეთ, რაზე ამბობთ უარს) ამ თარიღიდან - (დასასრული თარიღი)
გამოთავისუფლებულ ენერგიას მივმართავ ჩემი სურვილის ასრულებისთვის - (მიუთითეთ სურვილი)“
ფურცელი შეინახეთ მოფარებულ ადგილას.
ასკეზის დასრულების შემდეგ კი დაწვით იგი კლებად მთვარეზე, როგორც დასრულების და გათავისუფლების სიმბოლო.
გისურვებთ, რომ თქვენი ყველა ნატვრა რეალობად იქცეს."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026