Logo

საზოგადოება

"მარტო მარცხენა თვალი კი არ დამეჩაგრა, მეც დავიჩაგრე" - თედო ბექაური

"მარტო მარცხენა თვალი კი არ დამეჩაგრა, მეც დავიჩაგრე" - თედო ბექაური

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თედო ბექაური ის ბიჭია, რომელიც თითქმის მთელმა მსოფლიომ 9 წლის ასაკში გაიცნო. რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის, "გაღმა ნაპირის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ პატარა მსახიობი ვარსკვლავურად გააგრძელებდა ცხოვრებას.
თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. თედოს უამრავ პრობლემასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის მატერიალურ პრობლემებთანაც.
პოდკასტში "შენი ამბავი" , ახალგაზრდა ვარსკვლავმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და არც თუ ბავშვობა გაიხსენა.


"თვალის პრობლემა რომ მქონდა, ბავშვები დამცინოდნენ ხოლმე... ამის გამო ჩემს თავში ჩავიკეტე.

სარკეში რომ ვუყურებდი ჩემს თავს, რომ ვხედავდი თვალი მქონდა ცოტა... ცოტა არა, კარგად გვერდზე წასული, ეს ყველაფერი კომპლექსს მიჩენდა. ბავშვები რომ იტყოდნენ ხოლმე: „ნახე თვალი როგორ აქვს“, ეს ორმაგად კომპლექსს მიჩენდა და შესაბამისად მერჩივნა, რომ ჩემს თავში ჩაკეტილი ვყოფილიყავი...
მარცხენა თვალი გაზარმაცდა. რაც კი რამე მხედველობა მქონდა, მარჯვენა თვალზე გადმოვიდა, შესაბამისად, ეს მარცხენა თვალი დამეჩაგრა.

მარტო მარცხენა თვალი კი არ დამეჩაგრა, მეც დავიჩაგრე ამასთანავე... გამიჩნდა დიდი პრობლემები სკოლაში, სკოლის გარეთ სხვა ბავშვებთან და ასე შემდეგ,“ - იხსენებს თედო ბექაური.

ავტორი: ზმნა

04/06/2026