კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კომპოზიტორსა და ჯაზმენს, ენრი ლოლაშვილს საზოგადოება, უკანასკნელ გზაზე, 10 იანვარს გააცილებს. 78 წლის მუსიკოსი 7 იანვარს გარდაიცვალა.
ენრი - მსახიობის, ჟანრი ლოლაშვილის უმცროსი ძმაა. გთავაზობთ ამონარიდს ძველი ინტერვიუდან, სადაც არტისტი ძმაზე საუბრობს.
ჟანრი ლოლაშვილი: მისი ცხოვრება თავისთავად არის განცდების სამყარო. თქვენ წარმოიდგინეთ, 15 წელი საფრანგეთში მარტო. მარტოსულია. ახლა ვერ ვამბობ, მარტოსულია-მეთქი. მუსიკას რომ აკეთებს, თითქოს კი არ ეძებს რაღაცას, პირდაპირ პოულობს. და ალაგებს ამას...
01/08/2026