Logo

"მათეს მწვანე თვალები და ღია ფერის თმა აქვს, მეკითხებიან, ვის ჰგავსო?" - გიორგი უშიკიშვილი ვაჟებზე საუბრობს

"მათეს მწვანე თვალები და ღია ფერის თმა აქვს, მეკითხებიან, ვის ჰგავსო?" - გიორგი უშიკიშვილი ვაჟებზე საუბრობს

02/24/2026

ტექსტის ზომა

გიორგი უშიკიშვილი, ცოტა ხნის წინ, მეორე ვაჟის მამა გახდა. პატარა მათე უკვე გაქრისტიანდა. მისი ერთ-ერთი ნათლია მსახიობი კოკო როინიშვილია.

მუსიკოსი "ზმნასთან" ვაჟებზე საუბრობს.

გიორგი უშიკიშვილი: მათე სამი თვის ხდება. მხიარული ბიჭია. მომწვანო ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვს. ყველა მეკითხება, ვის ჰგავსო? ბებიაჩემი სონას ფოტო მაქვს ტელეფონში და ვაჩვენებ ხოლმე. უშიკიშვილები მწვანე თვალებით და ქერა თმით იყვნენ - პაპა, დიდი პაპა. მე და ჩემი და, დედაჩემის ხაზით წავედით და შავგრემანები ვართ.

უშიკიშვილი

სიმღერაში რას იზამს, არ ვიცი. თითქმის ყოველდღე ვუმღერი. აქტიურად ვარ ჩართული. მისმენს და ღუღუნებს. ჯერჯერობით, არც უფროსი, 12 წლის საბა აქტიურობს სიმღერის მხრივ. არ ვაძალებ. გენეტიკა სადღაც, რაღაცას იზამს. საბა თავისებურად უმღერის, ელაპარაკება თავის ძამიკოს. კარგი გასართობი ჰყავს.

გიორგი უშიკიშვილი

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბიჭებს თავიანთი პროფესია უნდა ჰქონდეთ. განათლების მიმართულებას დიდ ყურადღებას ვაქცევ. მარტო სიმღერა იმისთვის საკმარისი არ არის, რომ ოჯახი შეინახო. ენები უნდა ისწავლო, პროფესია გქონდეს.

ინტერვიუს ვრცელი ვერსია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026