Logo

"მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა" - მაია ბუწაშვილი საკვებ დანამტებზე

"მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა" - მაია ბუწაშვილი საკვებ დანამტებზე

02/22/2026

ტექსტის ზომა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში იმ ტრენდს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სპორტულ დარბაზებში ვარჯიშისას, საკვები დანამატების მიღება ძალიან მოდური გახდა.

ექიმი ამბობს, რომ დანამატების უკონტროლო მიღებას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოწვევა შეუძლია და მისი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ვინც სპორტულ დარბაზებში დადის, იღებს სხვადასხვა საკვებ დანამატს (პროტეინებს, კრეატინს, სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტს და სხვა).

ზოგჯერ ეს სრულიად უკონტროლოდ ხდება და ადამიანი რამდენიმე დანამატს ერთდროულად იღებს, რითაც შეიძლება მაგალითად - მიღებული პროტეინების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდეს დღე-ღამურ ნორმას.

ამას ყურადღება მივაქციე იმიტომ, რომ არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები და სხვა აშკარა მიზეზი არ იკვეთება, სწორედ ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს.

რეალურად მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო პოტენციური მავნე ზემოქმედება არასწორი მიღებისას (რაც აშკარად ხშირია) მნიშვნელოვანი. რატომ გახდა ეს ასეთი მოდური და რატომ არ არის საკმარისი ბალანსირებული, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება? გარდა ამისა, საკვები დანამატების ბრჭყვიალა და მქუხარე რეკლამების უკან არავინ იცის რეალურად რა ხარისხის პროდუქცია დგას,“ - წერს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვარჯიშიმაია ბუწაშვილისაკვები დანამატებისაფრთხე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026