Logo

მატილდა გვარლიანი DOLCE & GABBANA-ს სახე გახდა

მატილდა გვარლიანი DOLCE & GABBANA-ს სახე გახდა

02/05/2026

ტექსტის ზომა

Dolce & Gabbana-ს მაღაზიებში 2026 წლის პირველი სარეკლამო კამპანია გამოჩნდა და ცნობილი გახდა, რომ მატილდა გვარლიანი ბრენდის ახალი სახეა.

კამპანია სტივენ მეისელმა გადაიღო.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „დოლჩე და გაბანას“ კამპანიაში ქართველ მოდელს ვხედავთ.

სხვათა შორის, ბრენდის ახალ სახესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ბევრი კომენტარი დაიწერა, სადაც მოდის მოყვარულები მატილდას ფრანგს, იტალიელს და ზოგჯერ გერმანელს ადარებენ.

მატილდა გვარლიანმა Dolce & Gabbana-ს მოდის სახლთან გასულ წელსაც ითანამშრომლა.

მილანის მოდის კვირეულზე იტალიურმა მოდის სახლმა, 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გამართა, რომელიც მატილდა გვარლიანმა დახურა.

მატილდა

ჩვენება მილანში მდებარე Metropol Theater-ში გაიმართა, სადაც ქართველი მოდელი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ლუქით - ფერადი თვლებით გაფორმებული კაბით და ხელოვნური ბეწვის მოსაცმლით გამოჩნდა, რომელიც დიდი ზომის მაისურსა და ტყავის ჩექმებთან ერთად მოირგო.

მატილდა

ამჯერად ქართველი მოდელი ბრენდის სახეა, რაც მატილდა გვარლიანის ქართველი გულშემატკივრისათვის ორმაგად სასიხარულოა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დოლჩე და გაბანამატილდა გვარლიანიმოდელიწარმატება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026