ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მატილდა გვარლიანის სიმაღლე - 175 სმ. წელის გარშემოწერილობა - 61 სმ, თეძო - 87 სმ. ფეხის ზომა - 40
მომღიმარმა, ქარიზმატულმა გოგონამ - სვანეთის მთებიდან პარიზის პოდიუმებამდე, 20 წლის ასაკში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. ის დღეს, მოდის სფეროში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. Vogue-ის გარეკანზე გამოჩენა, ისეთი ცნობილი ბრენდების ყურადღების მიქცევა, როგორიცაა - Dior-ი, Gucci-ი, Isabel Marant-ი და Louis Vuitton-ი, სახუმარო თემა არ არის, ეს სრულყოფილი კარიერის ნაწილია. დღეს ის Models.com-ის პრესტიჟული ტოპ 50 მოდელის სიაშია.
Models.com-ის „Money List“-ის რეიტინგში, ის შესულია, როგორც მაღალშემოსავლიანი მოდელი. ის პირველი ქართველია, რომელიც ამ პრესტიჟულ სიაში მოხვდა.
Models.com-ის თანახმად, რომელიც მოდელის შემოსავლის შესახებ მონაცემებს პირდაპირ სამოდელო სააგენტოებიდან იღებს, მატილდას ჰონორარი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
10/29/2025