Logo

"მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური" - პატრიარქი გადაყვანილია კლინიკაში

"მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური" - პატრიარქი გადაყვანილია კლინიკაში

03/17/2026

ტექსტის ზომა

დღეს, გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

"პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა - ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს" - ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი ტვ იმედთან.

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ილია მეორეიუბილეპატრიარქი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026