Logo

საზოგადოება

"მე არ შემიწყვეტია ბრძოლა" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"მე არ შემიწყვეტია ბრძოლა" - ნიკო კვარაცხელიას დედა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების შესახებ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას, 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გამოეხმაურა. იზა ომაძე ამბობს, რომ ეკა კუპატაძეს თანაუგრძნობს და მოითხოვს,
პროკურატურამ, ყველა საქმე, მათ შორის მისი შვილის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს.
ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბრძოლა არც მას შეუწყვეტია, თუმცა მას და სხვა მოკლული ახალგაზრდების მშობლებს, მთელ სახელმწიფოსთან უწევთ დაპირისპირება.

"მივმართავ გიორგი გვარაკიძეს, მივმართავ დანარჩენ მთავრობის წევრებს, ქართული ოცნების წევრებს, თუ არ უნდათ მათაც შეიზილონ ნიკო კვარაცხელიას საქმე, ხვალვე გამოიტანონ საქმე და საზოგადოებას უთხრან ვინ და რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია?
მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ მე ჩემი შვილის საკითხზე ვერ ვიჭორავებ, მე მინდა სამართლებრივად გამყარებული ამბავი.
სად არის შოთაძე? ცოცხალია? ვკითხულობ სად არის შოთაძე? მან ყველაფერი იცის, აბსოლუტურად ყველაფერი. მის კისერზეც არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. იცით როგორ? მან ხელი შეუწყო, რომ არ გახსნილიყო ეს საქმე.
ვინ არ იბრძოდა ამ ქვეყანაში? ვინ შეაჩერა ბრძოლა? ნიკოს დედამ შეაჩერა ბრძოლა? თემირლანის მამამ შეაჩერა? თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შეაჩერა?ან ზაზა სარალიძემ შეაჩერა? ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ჩვენ გვებრძვის სახელმწიფო," - უთხრა იზა ომაძემ ჟურნალისტებს.

ავტორი: ზმნა

02/11/2026