საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თემურ ებიტაშვილის პოდკასტში ნინო კასრაძემ საზოგადოებაში მის დღევანდელ როლზე ისაუბრა, სად ხედავს თავს და რა არის მისი მიზანი.
ნინო კასრაძე: არ გამომდის პერმანენტული აქტივისტობა, ჩემი ასაკის, სურვილის, ოჯახის გამო. ეს არის შრომა.
მე არ ვარ აქტივისტი. აქტივისტობამდე ბევრი მიკლია.
მე პატივს ვცემ ატივისტებს. ისინი დღევანდელი საზოგადოების გამწევი ძალაა. მე ვცდილობ სცენიდან, ეკრანიდან, მედიით ჩემი აზრი გამოვხატო. დღევანდელ ცხოვრებასთან თანხვედრაში რომ ვიყო. ჩემ თავს ასეთ ადგილს მოვუძებნიდი. მე მაქვს სურვილი ვისაუბრო რაღაც თემებზე. ამაში პოპულარობა ძალიან მიწყობს ხელს. პოპულარულ ადამიანს უფრო უსმენენ. შეიძლება არ დაეთანხმონ, მაგრამ მოუსმინონ.
- თქვენი მიზანი რა არის?
- ჩემი ახლანდელი მიზანი ოჯახურია. მშობლები ასაკში არიან და ავადმყოფობენ. მნიშვნელოვანია ამას მივხედო. ჩემი შვილების ცხოვრება უზრუნველვყო. სულ რომ არ გავუქმდე, როგორც პროფესიონალი, ვცდილობ ცოტა ვითამაშო კიდეც. ჩემი მიზანია საღი აზრის გაშემო დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა. არ გავჩერდეთ, ვისაუბროთ, პესიმიზმში და აპათიაში არ ჩავვარდეთ.
08/21/2026